2017 წლის 31 ივნისს საქართველოს სახელმწიფო ვალი 15 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 31 ივნისის მდგომარეობით კი 1.3 მილიარდი ლარით მეტი, 16.3 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 12.7 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარია.
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 155 მლნ ლარით შემცირდა და 16.3 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 17 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 63 მლნ ლარით შემცირდა. ივნისში საშინაო სახელმწიფო ვალი 92 მლნ ლარით შემცირდა.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 73% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 677 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 525 მლნ ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 42%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 45%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.
დატოვე კომენტარი