საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 180 ლარი შეადგინა. 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 2 394 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო საქმიანობაში ყველაზე მეღალი ხელფასია, 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით სექტორში ხელფასი 0.4%-ით არის შემცირებული.
საფინანსო სექტორის შემდეგ, ყველაზე მაღალი ხელფასი სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაშია – 1 900 ლარი. შემდეგ მოდის ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი – 1 806 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 636 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა – 683 ლარით.
2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად სამთომომპოვებითი მრეწველობის სექტორში გაიზარდა – 20.2%-ით. შემდეგ მოდის ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 20.0%-ით. 5.6%-ით არის გაზრდილი ხელფასი სახელმწიფო მმართველობის სექტორში. საშუალო ხელფასი ყველაზე მეტად (9.5%-ით) სოფლის მეურნეობაში შემცირდა.
ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2019 წლის მეორე კვარტალში (ლარებში)
| 2019_II | 2018_II | ზრდა |
სულ | 1,180 | 1,104 | 6.9% |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 2,394 | 2,403 | -0.4% |
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 1,900 | 1,793 | 6.0% |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 1,806 | 1,711 | 5.6% |
მშენებლობა | 1,773 | 1,769 | 0.2% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 1,542 | 1,283 | 20.2% |
ელექტროენერგიის, აირის და ჰაერის მიწოდება | 1,471 | 1,428 | 3.0% |
ტრანსპორტირება და დასაწყობება | 1,456 | 1,276 | 14.1% |
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა | 1,371 | 1,298 | 5.6% |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 1,146 | 1,072 | 6.8% |
ხელოვნება, გართობა და დასვენება | 1,134 | 960 | 18.1% |
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 1,113 | 927 | 20.0% |
ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი | 1,073 | 986 | 8.8% |
ჯანდაცვა | 1,071 | 999 | 7.2% |
დამამუშავებელი მრეწველობა | 1,066 | 948 | 12.5% |
სასტუმროები და რესტორნები | 921 | 864 | 6.6% |
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა | 790 | 749 | 5.4% |
სხვა სახის მომსახურება | 764 | 822 | -7.1% |
სოფლის მეურნეობა | 683 | 754 | -9.5% |
განათლება | 636 | 591 | 7.5% |
დატოვე კომენტარი