ლარმა გაუფასურების ახალი ტალღა სექტემბრიდან დაიწყო და პირველი სექტემბრიდან დღემდე ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 21%-ით (48 თეთრით) გაუფასურდა. ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ გაუფასურდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები იმავე პერიოდში (1 სექტემბრიდან 22 დეკემბრამდე). ჩამონათვალში მოხვდა 22 სხვადასხვა ვალუტა, რომელიც ჯამში 40 ქვეყანას მოიცავს (რადგან ევრო 19 ქვეყნის საერთო ვალუტაა).
სიაში შედის ყველა ქვეყანა, სადაც ქართული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტი ხორციელდება ან/და საქართველოში პროდუქციის მთავარი შემომტანია (იმპორტიორი). ამავე დროს, ეს ქვეყნები ჩვენი რეგიონის ქვეყნებსაც მოიცავს.
აღმოჩნდა, რომ 1 სექტემბრის შემდეგ ლარი ყველა სხვა ვალუტაზე მეტად გაუფასურდა. ლარის შემდეგ მოდის თურქული ლირა, რომელიც დოლარის მიმართ 19%-ით გაუფასურდა. ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მეტად რუმინული ლეი და პოლონური ზლოტია გაუფასურებული 9-9%-ით. 1-1%-ით გაუფასურდა სომხური დრამი და უკრაინული გრივნა.
6%-ით გამყარდა რუსული რუბლი. ასევე გამყარდა ყაზახური ტენგე – 2%-ით. უმნიშვნელოდ გამყარდა თურქმენული მანათი და ბელარუსული რუბლი.
დატოვე კომენტარი