ტაქსით მომსახურების სერვის კომპანია Bolt-ის ღირებულებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა – ინფორმაციას Techchrunch ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე Taxify-ის სახელით ოპერირებდა ბაზარზე დამატებით $67 მილიონის მოზიდვა შეძლო.
2018 წლის ფინანსური მაჩვენებლებით კი კომპანიის ღირებულება მილიარდს აჭარბებს.
ესტონური კომპანია ტალინში 2013 წელს დაფუძნდა და დღეს ის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველოშიც.
დატოვე კომენტარი