პანდემიამ მთელ მსოფლიოში სერვისების მასშტაბური გაციფრულება გამოიწვია. დისტანციური სერვისების მიწოდება უკვე ნებისმიერი ბიზნესის უპირატესობა გახდა, რაც პანდემიის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება. დისტანციური პროდუქტები უფრო კომფორტულია და ნაკლებ დროს მოითხოვს, რაც ბუნებრივია 21-ე საუკუნეში დაკავებული და საქმიანი ადამიანისთვის განსაკუთრებით მიმზიდველად ჟღერს. გაციფრულების პროცესი საქართველოშიც აქტიურად მიმდინარეობს არაერთ სექტორში.
ამ მხრივ გამორჩეულია საბანკო სფერო, რომლის უმსხვილესმა წარმომადგენელმა ქვეყანაში თიბისი ბანკმა ჯერ კიდევ რვა წლის წინ განაცხადა, რომ ციფრული მომავლის სჯეროდა და დაიწყო ამ კუთხით მუშაობა. COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარების შედეგად ბანკმა კიდევ უფრო მეტი პროდუქტი და სერვისი გახადა დისტანციურად ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. არსებული პროდუქტები დახვეწა და ამ დრომდე არ არსებულები შექმნა. თიბისიში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ბანკში ტრანზაქციების 93% დისტანციურად ხორციელდება. კარგია ასევე ის, რომ თიბისიმ შეძლო კიდევ უფრო მეტად გაეზარდა მომხმარებლების ინტერესი ციფრული პროდუქტების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში. სახლიდან გაუსვლელად სერვისებით სარგებლობა მხოლოდ კომფორტი აღარაა, ეს არის უკვე საჭიროებაა.
საინტერესოა როგორ შეძლო გამოწვევებთან გამკლავება თიბისიმ ეფექტურად და როგორ გამოიყენა კრიზისით მიღებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყო ციფრული მიმართულებით და კიდევ უფრო მეტი სერვისი გაეხადა ხელმისაწვდომი დისტანციურად. ამის შესახებ Forbes Georgia-ს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით, თორნიკე გოგიჩაიშვილი ესაუბრა. ბუნებრივია ჩვენი ინტერვიუც დისტანციურად, ციფრულ რეჟიმში ჩაიწერა.
პირველ რიგში საინტერესოა რამდენად ციფრულად მომზადებული შეხვდა ბანკი შექმნილ ვითარებას?
2012 წლიდან ბანკს გაცხადებულად აქვს ნათქვამი, რომ ციფრული მომავლის სჯერა საბანკო პროდუქტების თვალსაზრისით. ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებული იყო კრიზისამდეც, ამის დასტურია ისიც, რომ მაგალითად თიბისის მობაილ ბანკი არაერთხელ გამხდარა საუკეთესო ნომინაციების გამარჯვებული. მსოფლიოს საუკეთესო მობაილ ბანკადაც კი აღიარეს.
შედეგად, ვინაიდან საფუძველი გვქონდა მყარი, საკმაოდ სწრაფად მოვახერხეთ გადაწყობა დისტანციურ სერვისებზე. COVID-19-ის კონტექსტში საინტერესოა ის, რომ დავინახეთ შესაძლებლობა და საჭიროება, რომ უფრო მეტად დაგვეჩქარებინა გაციფრულების პროცესი. ჩვენ ძალიან მალე შევთავაზეთ მომხმარებლებს თითქმის ყველა ტიპის სერვისი და პროდუქტი დისტანციურად ციფრულ არხებში. ანუ შევძელით, ბორბალი უფრო ჩქარა დაგვეტრიალებინა, რათა მომხმარებლის ქცევა და ყურადღება კიდევ უფრო მეტად მიგვემართა ციფრული არხებისაკენ.
შედეგი როგორია? რა სახის დისტანციური მომსახურების მიღებაა შესაძლებელი დღეს თიბისიში?
ჩვენ ვთავაზობთ ყველა ტიპის ტრანზაქციულ ყოველდღიურ სერვისებს მომხმარებელს ჩვენს ციფრულ არხებში. ჩვენი სტატუსის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის ბანკირები ხელმისაწვდომია 24/7-ის განმავლობაში, რომლებიც ნებისმიერი ტიპის სერვისით უზრუნველყოფენ მათ. ასევე სამომხმარებლო დაკრედიტება, ონლაინ განვადება… ფაქტობრივად ყველა ტიპის სერვისი შეუძლია მომხმარებელს მიიღოს დისტანციურად. თუ არ უნდა რომ ფილიალში მივიდეს, არანაირი აუცილებლობა არ დგას ამის. მას შეუძლია ყველა ტიპის სერვისის მიღება ან ონლაინ ბანკის, ან მობაილ ბანკის ან თუნდაც ჩვენი სატელეფონო მომსახურების ცენტრის მეშვეობით. ცნობის გაცემაც კი გავაციფრულეთ.
რომელი პროდუქტი არ იყო ციფრული პანდემიამდე? და რა შეცვალა ამ კრიზისმა თიბისის საბანკო პროდუქტების მიმართულებით?
ჩვენ დავნერგეთ პირველი ციფრული ბარათი. ასევე ონლაინ იპოთეკა, რომელიც მეორე კვარტალში ამოქმედდება. კერძოდ, ვგეგმავთ რომ ჩვენს ციფრულ პლატფორმაში ჩავაშენოთ იპოთეკაც, რათა მომხმარებელმა თავიდან ბოლომდე სახლიდან გაუსვლელად შეძლოს მისთვის საინტერესო ბინის ყიდვა ჩვენი იპოთეკის საშუალებით. ასევე დავხვეწეთ ძალიან ბევრი პროდუქტი. მაგალითად, ონლაინ განვადება, რათა კიდევ უფრო მარტივი ყოფილიყო. აქამდე თუ მხოლოდ ხელმოწერისთვის იყო საჭირო ფილიალში მისვლა, ახლა ეგეც აღარ არის საჭირო. ასევე უფრო აქტიურად მოხმარებადი გახდა იმეილ ბანკინგი. ასევე, სამომხმარებლო სესხებით სარგებლობაც უკვე ხელშეკრულების ფილიალში ხელმოწერის გარეშე შეიძლება.
თქვენ ახსენეთ პირველი ციფრული ბარათი, რას გულისხმობს ის?
ციფრული ბარათი არის ჩვეულებრივი ბარათი, რომელიც ახორციელებს ყველა ტიპის ტრანზაქციას რაც ბარათით შესაძლებელია. ის შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით. ციფრული ბარათი შეგიძლიათ შეინახოთ თქვენს Wallet-ში, ელექტრონულ საფულეში და განახორციელოთ გადახდები, ან გაიტანოთ ბანკომატიდან თანხა და ა.შ.
ამ ბარათის მიზანი არის, რომ ამ რთულ პერიოდში, ბარათის დაკარგვის, ვადის გასვლის, ბანკომატში ჩაყლაპვის ან სხვა შემთხვევებში მომხმარებლებს არ ჰქონდეთ საჭიროება ფილიალში მისვლის ან თუნდაც ციფრული არხებიდან ახალი ბარათის შეკვეთის ლოდინის, პირდაპირ გააქტიურონ მობაილ ან ინტერნეტ ბანკიდან და მიაბან სასურველ ანგარიშს.
რა დაგანახათ ამ ვითარებამ?
ამ ვითარებამ დაგვანახა რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ბიზნესი, დაგვნახა რომ მოქნილობას ძალიან დიდი მნიშვნელოვანია აქვს ბიზნესში, რომ სწრაფად გაიაზრო და პროაქტიური იყო – აქტიურად იფიქრო, თუ რა შესაძლებლობებს აჩენს ესა თუ ის გამოწვევა და პოზიტივი დაინახო. გასულ წელს ჩვენი კომპანია გადავიდა ე.წ ეჯაილ მართვაზე, რაც ძალიან დაგვეხმარა რომ ბიუროკრატია შემცირებულიყო და გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარებულიყო. ამან უფრო დამოუკიდებელი გახადა თანამშრომლები გადაწყვეტილებების მიღებაში. დისტანცირების პერიოდმა უფრო კრიტიკულად დაგვაფიქრა ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებზე, რომლებზეც ვმუშაობთ.
ცნობისთვის, თიბისიმ მომხმარებლებისთვის დისტანციური პროდუქტების გაუმჯობესების კუთხით სხვა ინიციატივებიც განახორციელა. მაგალითად, გაუქმდა საკომისიოები ტრანზაქციებზე. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტზე და გაუმჯობესდა სავალუტო კურსი. ბანკში აცხადებენ, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და მომავალში მომხმარებელს კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ხელსაყრელ პირობებსა და პროდუქტებს შესთავაზებენ – დისტანციურად და ციფრულად.
დატოვე კომენტარი