ბრიტანული ნავთობკომპანია BP ბოლო ათწლეულში პირველად ზარალის შესახებ აცხადებს, რისი მიზეზიც პანდემია გახდა.
ნავთობკომპანიამ გასულ წელს $5.7 მილიარდის ოდენობის ზარალი ნახა, ვინაიდან ლოქდაუნების გამო ნავთობზე და საწვავზე მოთხოვნა შემცირდა.
2020 წლის ბოლო კვარტალში BP-მ $115 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებზე მცირედით დაბალია.
„ეს შედეგები ასახავს იმას, რომ ძალიან მძიმე კვარტალი გამოვიარეთ“, – განაცხადა კომპანიის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა, მარეი აუჩინკლოსმა.
ზარალიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, BP-ის აქციების ფასი 3.2%-ით დაეცა.
კომპანიაში ელოდებიან, რომ კოვიდ-შეზღუდვების შედეგად იანვარშიც გაყიდვების მაჩვენებელი შემცირდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, საერთო ჯამში 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის აღდგენას ელოდებიან.
დატოვე კომენტარი