BP-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ნავთობზე მოთხოვნა, შესაძლოა, სრულად აღარ აღდგეს აღარასდროს. მისივე თქმით, ნედლი ნავთობის მოხმარებაზე კორონავირუსის გავლენა პანდემიის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება. ამის შესახებ ბერნარ ლუნიმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ლუნიმ განაცხადა, მოხმარების დონე კრიზისამდე დღეში 100 მილიონი ბარელი იყო.
“აღარ იქნება ნავთობზე ისეთივე მოთხოვნა. არ ვიცი თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. შესაძლებელია კი ნავთობის მოხმარების პიკი იყოს? შესაძლოა, არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა BP-ს ხელმძღვანელმა.
ნავთობის საკითხის ექსპერტები ფრთხილობენ სასაქონლო ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, დღეში შესაძლოა 2-3 მილიონი ბარელით შემცირდეს მოთხოვნა საჰაერო მოგზაურობის შემცირების გამო, თუმცა, მათივე ვარაუდით, 2022 წლის მესამე კვარტლამდე შესაძლოა, არ აღდგეს ნავთობზე მოთხოვნა სრულად.
გასულ წელს კი ბრიტანული ნავთობგიგანტი მოელოდა, რომ ნავთობის მოხმარება მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაიზრდებოდა და 2030-იანი წლებისთვის პიკს მიაღწევდა.
ახლა კი, BP-ს შემოსავლები პირველ კვარტალში 66%-იანი კლება დაფიქსირდა. შექმნილი ვითარების გამო, ბრიტანული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კიდევ უფრო გაუმყარდა მას მოსაზრება, იმის შესახებ რომ შესაცვლელია სტრატებია და უფრო ნაკლებ დამაბინძურებელ ენერგიაზე გადართვა.
დატოვე კომენტარი