BP “სამხრეთის გაზის დერეფნის“ საქართველოს მონაკვეთის მშენებლობას 2018 წლის შუა პერიოდში დაასრულებს. BP საქართველოს დირექტორი კრის შლიტერი ამბობს, რომ პროექტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და კომპანია მისი წარმატებით დასრულებისთვის მზადაა. მშენებლობის პროცესში საქართველოში 4000-მდე პირია დასაქმებული. კრის შლიტერი ამბობს, რომ აღნიშნულიმილსადენი კომპანიის საქართველოში ოპერირების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
“საქართველოში ოპერირებას საკამოდ წარმატებულად ვაფასებთ, თქვენი ქვეყანა სატრანზიტო ქვეყანაა. 10 წლის წინ, იმ პროექტების მიმართ, რომელსაც საქართველოში ვახორციელებდით ცნობადობა ნაკლები იყო. მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ მსგავს ენერგეტიკულ პროექტებს. ამჯერად მოსახლეობა ენდობა კომპანიასაც და მთლიანად ინდუსტრიასაც“, – ამბობს BP-ის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ BP ფლობს 20%-იან წილს TAP-ის გაზსადენში. “სამხრეთის გაზის დერეფანი” ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველო-თურქეთისგავლით ევროპის ბაზარზე.
დატოვე კომენტარი