BP სამუშაო ადგილებს 10 000-ით ამცირებს. ამის მიზეზი ნავთობის ფასებთან დაკავშირებული ბოლო პერიოდის მოვლენებია.
ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარდ ლუნიმ ორშაბათს თანამშრომლებს უთხრა, რომ კომპანია აპირებს მიმდინარე წელს, მათი რაოდენობა 15%-ით შეამციროს. ძირითადად შემცირება შეეხება ოფისში მომუშავე ადამიანებს.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც ნავთობზე მოთხოვნა დაეცა, ხარჯების შემცირება აუცილებელი გახადა. შეგახსენებთ, “ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი აპრილის თვეში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
“ჩვენ ვხარჯავთ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე გამოვიმუშავებთ. ვსაუბრობ მილიონობით დოლარზე დღეში“, – განაცხადა ბერნარდ ლუნიმ.
აღსანიშნავია, რომ BP-ს დაგეგმილი აქვს ბიზნესის რესტრუქტურიზაცია, რათა კლიმატის მიზნებს მიაღწიოს. კერძოდ კომპანიას გაცხადებული აქვს, რომ 2025 წლისთვის ან უფრო ადრე ნულოვანი ემისიის ნიშნულამდე მივიდეს.
დატოვე კომენტარი