Visa | BRANDVOICE
როგორია საცალო ბანკინგის მომავალი?
ელექტრონული კომერციის გავლენა ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ინოვაციებზე
როგორია საცალო ბანკინგის მომავალი?
უსაფრთხოება უპირველესად: Visa-ს გამორჩეული სერვისები თაღლითობის წინააღმდეგ
Visa-მ და Emerging Europe-მა ქალი მეწარმეებისთვის She’s Next ციფრული პლატფორმა წარადგინეს
გადახდების გაციფრულების შესაძლებლობები
ხელოვნური ინტელექტის როლი ციფრული გადახდების ეკოსისტემაში
ჩვენ შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. Visa-ს მისიაა, დააკავშიროს მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. Visa-ს გუნდს სჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელ მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია.
65 წლის განმავლობაში, Visa ავითარებს უნაღდო ეკონომიკას და ყველაზე თანამედროვე გადახდის ეკოსისტემას ქმნის იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს. კომპანია თავის მომხმარებლებს, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, მოსახერხებელი გადახდების ინფრასტრუქტურის ფორმირებითა და ცოდნისა და გამოცდილების შეთავაზებით. Visa-ს ათეული წლების გამოცდილება აქვს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლასა და გადახდების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კომპანიის კონტრიბუცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 10 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას უტოლდება. Visa 1988 წლიდან ოლიმპიური თამაშების მხარდამჭერია, 2000 წლიდან კი პარაოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორი.
ბევრ სხვა მიღწევასა და საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, Visa BrandZ-ის ტოპ 10 ყველაზე ღირებული გლობალური ბრენდების სიაში შედის, რომელიც ყოველწლიურად ახლდება Kantar-ის მიერ.
Visa საქართველოში 10 წელზე მეტია ხელს უწყობს ციფრული გადახდების განვითარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. VisaNet-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით.
2021 წლიდან, Visa-ს კავკასიაში, საქართველოსა და სომხეთს, დიანა კიღურაძე, უფროსი დირექტორი და რეგიონული მენეჯერი ხელმძღვანელობს.