













ლისი დეველოპმენტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ათი წელია ლიდერობს და გამოირჩევა მწვანე და ინოვაციური მიდგომებით. მწვანე ქალაქი ლისზე კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტია, რომელიც თბილისის ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან – ლისის ტბასთან მდებარეობს. დღეისათვის მწვანე ქალაქი 3 საცხოვრებელ უბანსა და ვილების უბანს აერთიანებს, რომლებიც გაშლილია 65 ჰექტრამდე ტერიტორიაზე.
მწვანე ქალაქი ლისზე გაშენებულია დაბალი სიმჭიდროვით. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 150მ2 ფართობის საერთო სივრცეა , რაც მოიცავს პარკებს, სკვერებს, აუზს, საბავშვო სივრცეებს და დამატებით ინფრასტრუქტურას. ტერიტორიას 100-მდე დასაქმებული მებაღე და სერვის მენეჯერთა გუნდი ყოველდღიურად უვლის.
ქალაქში ჯანსაღი ეკოლოგიის შესაქმნელად, დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანებას, ამიტომ, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები, ხოლო დანარჩენი 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა. მწვანე ქალაქში ჯამში 7 პარკია. ტერიტორიაზე დარგულია 45 000-ზე მეტი ხე და ნერგი. ეს ყველაფერი ერთ სულ მოსახლეზე 70 მ2 მწვანე ფართობს ქმნის, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მინიმალურ სტანდარტს 7,7 ჯერ აღემატება.