შესაძლებელია თუ არა, რომ ელექტრონული კომერციაც ისეთივე უსაფრთხო იყოს, როგორც ფიზიკური, ე.წ. face-to-face შოპინგი? ბიზნესის გაციფრულების მკვეთრად დაჩქარებული ტემპები გვაფიქრებინებს, რომ ამ რეალობასთან ახლა ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ელექტრონული კომერციის ათვისების სისწრაფე ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბიძგს აძლევს ისეთი სერვისების განვითარებას, რომლებიც ფიზიკურ და ვირტუალურ რეალობას აკავშირებს ერთმანეთთან. ეს ტენდენცია გამოძახილია მომხმარებლის შეცვლილ საჭიროებებზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, მეტ დაცულობას და კომფორტს გულისხმობს.
თაღლითობის შემთხვევები მცირდება, მომხმარებლები კრეატიულები ხდებიან
ონლაინ სივრცეში თაღლითობის შემთხვევების დასაძლევად გაწეულმა ბოლოდროინდელმა ძალისხმევამ და ამ პროცესში მიღწეულმა პროგრესმა, როგორც ჩანს, საცალო მოვაჭრეებს და ტექნოლოგიურ ფირმებს თავდაჯერებულობა შემატა და მრავალარხიანი (omnichannel) გაყიდვების განვითარებისკენ უბიძგა. შესაბამისად, მომხმარებელს ნებისმიერი ნივთის შესყიდვა შეუძლია, ნებისმიერი ადგილიდან და განსხვავებული მეთოდებით თუ მოწყობილობებით. Nielsen IQ -ს მონაცემები[1] მოწმობს, რომ პანდემიის დროს ევროპაში ონლაინ ტრანზაქციები საშუალოდ 6-12-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ფიზიკური გადახდები. ამ ფონზე, თაღლითობა შეიძლებოდა თანაზომიერად გაზრდილიყო, თუმცა ასე არ მოხდა. FICO-ს ონლაინ ბიზნესის ექსპერტები ამბობენ[2], რომ სინამდვილეში, 2018-2021 წლებში თაღლითობის შემთხვევები შემცირებულია €1.8 მილიარდიდან დაახლოებით €1.6 მილიარდამდე. ამ მონაცემებს პროცენტულად თუ შევაფარდებთ მთლიან ტრანზაქციებთან, თაღლითობის შემთხვევები შემცირებულია ყველა მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებს, მერჩანტებსა და მომხმარებლებს შორის ახლა უფრო დიდი მოცულობის თანხების უსაფრთხო მიმოცვლა ხდება, ვიდრე ოდესმე.
გარდა ამისა, უკვე არაერთი ბანკი და მერჩანტი პასუხობს შოპინგთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცვლილ ქცევას იმით, რომ ციფრულ ტრანზაქციებს ისეთივე უსაფრთხოს, სწრაფს და მარტივს ხდის, როგორც ფიზიკურს. ეს განვითარების გარდაუვალი სცენარია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აკავშირებს მომხმარებლების ვაჭრობის გამოცდილება ერთმანეთთან ფიზიკურს და ვირტუალურს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის (CEE) რეგიონში, სადაც მომხმარებლები აქტიურად გადადიან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებიდან მრავალარხიან გადახდებზე მობილური მოწყობილობების გამოყენებით.
Visa Europe-ის ვიცეპრეზიდენტი ციფრული პროდუქტების მიმართულებით, მეჰრეთ ჰაბთები ამბობს, რომ ამ რეგიონში ციფრული გადახდების სწრაფ ათვისებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს: “ტოკენიზაციიდან დაწყებული risk-based authentication-ითა (RBA) და ბიომეტრიული მონაცემებით დასრულებული, არაერთი მერჩანტი იყენებს დახვეწილ ტექნიკას იმისთვის, რომ ტრანზაქციები მეტად უსაფრთხო გახადოს და ამასთან, უფრო ოპტიმალურად იყენებს ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მონაცემებს. მათი დიდი ნაწილი ხვდება, რომ მომხმარებლების უმეტესობას მაქსიმალური კომფორტი და ანგარიშსწორების მრავალფეროვანი არჩევანი სჭირდება, QR კოდებიდან დაწყებული, კრიპტო გადახდებით დასრულებული. ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ფიზიკურ მაღაზიაში თუ ონლაინ, მერჩანტებს შეუძლიათ გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება და გაზარდონ საკუთარი გაყიდვები.”
ამ კუთხით, Visa რიგ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს და ბიზნესს საქართველოში. მათ შორის, Visa თანამშრომლობს არაერთ კომპანიასა და ელექტრონული კომერციის სერვისის პროვაიდერთან, რის შედეგადაც Visa ბარათის მფლობელები ყველაზე საჭირო და ღირებულ შეთავაზებებს იღებენ. ქვეყნის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია TNET ერთ-ერთია, ვისთანაც Visa-ს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს. ეს კომპანია აერთიანებს ისეთ ციფრულ პლატფორმებს, როგორიცაა TKT.ge და საქართველოში პირველი ონლაინ სავაჭრო მოლი Vendoo. მხოლოდ გასულ წელს, Visa-მ Vendoo-სთან პარტნიორობით 10-მდე კამპანია შესთავაზა პლატფორმის მომხმარებლებს. ამ ტიპის პარტნიორული ურთიერთობების მთავარი მიზანი Visa-სთვის საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობაა, რაც, თავის მხრივ, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარებას წაახალისებს.
გარდა საქართველოში დაფუძნებული კომპანიებთან პარტნიორობისა, Visa მხარს უჭერს გლობალური ბრენდების ადგილობრივ წარმომადგენლობებსაც. მათ შორის არის Glovo, რომელიც მომხმარებლებს, ბიზნესებს და კურიერებს აკავშირებს ერთმანეთთან. Glovo-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, Visa ბარათის მფლობელები სხვადასხვა შეთავაზებას იღებენ, ლოიალობის კამპანიების მეშვეობით, რაც მათ გამოცდილებას ონლაინ შოპინგისას კიდევ უფრო პოზიტიურს ხდის.
გაყიდვის შემდგომი მომსახურების კომფორტი: თანხის დაბრუნება და მიწოდება
მომხმარებლის კმაყოფილება მხოლოდ გაყიდვის მომენტს არ უკავშირდება. ტრანზაქციების სისწრაფის და სიმარტივის ზრდასთან ერთად, მომხმარებელს ყველა მიმართულებით უფრო მეტის მოლოდინი უჩნდება.
მართალია სრულად ციფრული ტრანზაქციების რიცხვი მზარდია, თუმცა მიწოდებისას ნაღდი ფულით გადახდა კვლავ მნიშვნელოვან გადახდის მეთოდად რჩება CEE რეგიონში. შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, საჭიროა მიწოდებისას გადახდების დაჩქარება და ამ გადახდების მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველო საკმაოდ დაწინაურებულია უკონტაქტო გადახდის იმ მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით, რასაც Visa სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის არის Visa-ს Tap-to-Phone ტექნოლოგია, რომელიც ნაღდი ფულის მენეჯმენტს ამარტივებს. ეს მეთოდი ასევე ეხმარება მერჩანტებს, გააუმჯობესონ საკუთარი ბიზნესპროცესები იმით, რომ გახადონ გადახდები და მომხმარებელთა ვერიფიკაცია უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო.
[1] “ევროპის შემდეგი ნაბიჯი ელექტრონული კომერციის ზრდის გზაზე”: Nielsen IQ, 15 ივნისი, 2021: https://nielseniq.com/global/en/insights/analysis/2021/its-time-for-the-next-stage-of-ecommerce-growth-in-europe/
[2] “თაღლითობა ევროპულ ბარათებზე 2020” FICO, 21 ივნისი, 2021: https://www.fico.com/blogs/european-card-fraud-2020-uk-shrinks-fraud-losses-ps46m