ნაღდი ფულის წილი, მომხმარებლების მიერ გადახდილ თანხაში, გლობალურად შემცირების ტენდენციას აჩვენებს. 2015-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 56%-დან 43%-მდე შემცირდა.[1] თუმცა, მიუხედავად გადახდების გაციფრულების მზარდი ტენდენციისა, ნაღდი ფულის ცირკულაცია მაინც მაღალ მაჩვენებელზეა, რაც გადახდების შემდგომი გაციფრულებისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს აჩენს.
გადახდების გაციფრულების დონე განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ყველაზე გაციფრულებული ქვეყნების სიის ტოპ სამეულს ნორვეგია, შვედეთი და სამხრეთ კორეა ინაწილებენ.[2] ამავდროულად, არგენტინამ, ჩინეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 2015 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს გადახდების გაციფრულების მიმართულებით. ამ ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, რომ გადახდების გაციფრულების პროცესის დასაჩქარებლად შესაძლებლობები რეალურად არსებობს.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს მაგალითიც. მიუხედავად გეოგრაფიული სიმცირისა, საქართველომ შეძლო გლობალურ დონეზე პირველი ადგილი დაეკავებინა უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, რასაც VisaNet-ის მიმდინარე წლის მარტის მონაცემები მოწმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში Visa ბარათით განხორციელებული ყოველი ათი ტრანზაქციიდან თითქმის ათივე უკონტაქტო მეთოდით ხორციელდება.
Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე, ამას საქართველოსთვის “შთამბეჭდავ მიღწევად” აფასებს, რაც, თავის მხრივ, Visa-ს რეგიონული წარმომადგენლობისთვის “ძალიან საამაყოა”. “უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით მსოფლიოში პირველი ადგილის დაკავება იმის დასტურია, რომ Visa ბარათების ქართველი მფლობელები მზად არიან აწარმოონ უსაფრთხო, სწრაფი და სანდო გადახდები. ერთი მხრივ, ეს ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს სამომავლოდ. საერთო ჯამში, ცალსახად იკვეთება საქართველოს მზადყოფნა და ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმღებლობა, რასაც Visa სთავაზობს მომხმარებელს,” ამბობს დიანა კიღურაძე.
როგორ უნდა წარმართონ მთავრობებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ციფრული გადახდების დანერგვის პროცესი?
რეკომენდაცია #1: შესაძლებლობების კვლევა რეგულირებისთვის
მსოფლიოს მასშტაბით, ზოგიერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიება, გადახდებში ნაღდი ფულის წილის შესამცირებლად, მოიცავდა საგადასახადო შეღავათებს. მაგალითად, შვედეთის მთავრობამ მსგავსი შეღავათები 2008 წელს აამოქმედა იმ მიზნით, რომ წაეხალისებინა ციფრული გადახდები ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაზე ორიენტირებულ გარემოში. შესაბამისად, მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი კონტრაქტორისგან გადასახადების შემცირება მოეთხოვათ. კონტრაქტორები კი, თავის მხრივ, მიმართავდნენ სახელმწიფო საგადასახადო უწყებას ანალოგიური შეღავათის მოთხოვნით, 50%-ის ფარგლებში. ამის შემდეგ, მომხმარებელი იღებდა შესაბამის ელექტრონულ ინვოისს, საშეღავათო პროცედურის დასასრულებლად. ამ მიდგომამ მკვეთრად გაზარდა ელექტრონული გადახდების მოცულობა და არაერთ ადამიანს შეაცვლევინა ფინანსური ქცევა.
რეკომენდაცია #2: პარტნიორობების შესაძლებლობები გადახდების ეკოსისტემაში
საგადახდო ეკოსისტემის აქტორებს შესაძლებლობა აქვთ გამოავლინონ და გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები კოლაბორაციის გზით. ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ გაზარდონ საკუთარი ციფრული გადახდები ინდივიდუალურად. თუმცა უფრო დიდი ბარიერების გადასალახად, ძალების გაერთიანების შემთხვევაში, საბოლოო შედეგი შესაძლოა, ბევრად დიდი სარგებლის მომტანი იყოს.
მრავალი წლის განმავლობაში, Visa თანამშრომლობს რიგ ფინანსურ ინსტიტუტთან, ბიზნეს სუბიექტთან და სამთავრობო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ყველაზე თანამედროვე გადახდების ეკოსისტემის ფორმირებას და ეკონომიკურ გაციფრულებას. ცოტა ხნის წინ, Visa-მ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. ეს თანამშრომლობები ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და ციფრული წიგნიერების გაძლიერებას ისახავს მიზნად, სპეციფიკური ფოკუსით მიკრო და მცირე მეწარმეებზე. ამასთანავე, ეს პარტნიორობები საქართველოში ინოვაციების იდენტიფიცირებას და კიდევ უფრო მეტად წახალისებას უწყობს ხელს სპეციალური პროექტების მეშვეობით, რაც საბოლოოდ, ეკონომიკური და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდას უჭერს მხარს.
რეკომენდაცია #3: ინვესტირება ფინანსური წიგნიერების პროგრამებში
ქვეყანაში ნაღდ ფულზე დამოკიდებულებასა და ფინანსური წიგნიერების დონეს შორის კავშირი გლობალურად საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ფინანსური წიგნიერების პროგრამების დაფინანსება, როგორც წესი, გადახდების მეტად გაციფრულებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ბანკების მხრიდან ამ ტიპის პროგრამებში ინვესტირებას დამატებითი სარგებელიც აქვს: აძლიერებს ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაციას და მომხმარებლის ლოიალობას მათ მიმართ.
რეკომენდაცია #4: უკვე არსებული პროდუქტების და სერვისების უკეთ გამოყენება
გადახდების ეკოსისტემაში უკვე არსებობს მზა პროდუქტები და სერვისები, რომლებიც გადახდების გაციფრულებაზეა ორიენტირებული. ამის კარგი მაგალითია Cash-at-POS სერვისი, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ კომერციულ ობიექტში ბარათით გადახდისას, საშუალებას აძლევს მიიღოს ნაღდი ფული საკუთარი ანგარიშიდან. კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია Visa Tap to Phone ტექნოლოგია, რომელიც მერჩანტებს საშუალებას აძლევს საკუთარი მობილური ტელეფონი POS ტერმინალის ფუნქციით გამოიყენონ დაცული გადახდებისთვის, უკონტაქტო ბარათების თუ NFC მხარდაჭერის მქონე მობილური საფულეების მეშვეობით.
[1] Visa-სა და Euromonitor-ის მომხმარებელთა ხარჯების საერთო კვლევა
[2] Visa-ს Consulting & Analytics კვლევა 2021