Visa | BRANDVOICE

ხელოვნური ინტელექტის როლი ციფრული გადახდების ეკოსისტემაში

Article#2_1540x1080_GEO

ბიზნესი და მომხმარებლები უკვე გრძნობენ მონაცემთა ანალიზზე ორიენტირებული პლატფორმების პოზიტიურ ეფექტს, რაც საგადახდო სისტემის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში გამოიხატება. 

ცნობილია, რომ ინოვაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა კომფორტია.  ჩეკებმა და საბარათე ქვითრებმა გაამარტივეს შიდა ოპერაციები, რამაც მერჩანტებს საშუალება მისცა, უკეთ გარკვეულიყვნენ საკუთარი კლიენტების სამომხმარებლო ჩვევებში. შედეგად, „როგორ ვიყიდოთ“ და „რა ვიყიდოთ“ გაერთიანდა, საგადახდო სისტემების მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისების კვალდაკვალ, მომხმარებლის მოთხოვნისა და ბიზნესის საჭიროებების საპასუხოდ. საცალო ვაჭრობაში, გადახდების მიმართულებით, დანერგილი ინოვაციების შედეგად, სარგებელი მიიღეს მომხმარებლებმა, პროგნოზები კი გაუმჯობესდა ბიზნესისთვისაც.

ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი და უპირატესობა ციფრულ გადახდებში

ოთხი ძირითადი მიმართულება, რაც ამჟამად ციფრული გადახდების სისტემას ავითარებს შემდეგია: უსაფრთხოება, სისწრაფე, პერსონალიზაცია და ქცევა. დღევანდელ კონკურენტულ სამომხმარებლო გარემოში, ამ ძირითად ელემენტებს ერთმანეთთან ერთი რამ აკავშირებს – ხელოვნური ინტელექტი (AI).

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, მკვეთრად გაიზარდა ისეთი ციფრული გადახდების პროდუქტების და პლატფორმების რაოდენობა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. მანქანური სწავლების (ML) მიღმა, ხელოვნური ინტელექტი კრიტიკულ კომპონენტად იქცა ნებისმიერი სისტემისთვის, რომელიც მონაცემთა ანალიზს ეფუძნება და რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს უნაკლო და უსაფრთხო გადახდების გამოცდილების უზრუნველსაყოფად. გლობალურად, ფინანსური სერვისების კომპანიების 70% იყენებს მანქანურ სწავლებას ნაღდი ფულის მიმოქცევის პროგნოზირების, თაღლითობების გამოვლენისა და საკრედიტო რეიტინგის ანალიზის მიზნით.[1]

ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა, რაც ხელოვნურ ინტელექტს აქვს, მისი წინასწარმეტყველური შესაძლებლობაა. მაგალითად, ქცევითი მონაცემების უზარმაზარი მოცულობის შეფასების, ანალიზის და მოდელირების მეშვეობით, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პლატფორმას შეუძლია დააგენერიროს მაღალკვალიფიციური სპეციფიკური მიმოხილვა ხარჯვის სტილზე და ტენდენციებზე. თავის მხრივ, ეს მონაცემები ბანკებს და ფინანსურ ინსტიტუტებს დაეხმარება უკეთესად მოარგონ საკუთარი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლის საჭიროებებს და ამავდროულად, გაზარდონ საკუთარი მოგება, შეამცირონ საოპერაციო ხარჯები და გააუმჯობესონ ურთიერთობები ბიზნესსა და კლიენტებს შორის. რაც შეეხება მომხმარებელს, ხელოვნური ინტელექტი აგვარებს იმ პრობლემების უმეტესობას, რასაც ისინი აწყდებიან, იქნება ეს ტრანზაქციის დამუშავების შეყოვნება, ავტორიზაცია თუ ანგარიშებზე ხელმისაწვდომ თანხებთან დაკავშირებით ინფორმაციის დაგვიანებული განახლება.

VisaNet + AI – რა უნდა ვიცოდეთ

VisaNet + AI სერვისების ნაკრები მოიცავს Smarter Posting და Smarter Stand-In Processing (STP), რაც იმას ნიშნავს რომ სისტემა რეალურ დროში იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეძლონ ტრანზაქციების ავტორიზაცია, სერვისის შეფერხების პირობებშიც.  ეს ტექნოლოგია ცვლის გადახდების ყოველდღიურობას, ამცირებს სერვისის შეფერხების ნეგატიურ გავლენას მომხმარებელზე და ავსებს დროით ჩავარდნას გადახდის ავტორიზაციასა და ტრანზაქციის ქლირინგს შორის. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურ ინსტრუმენტად იქცა თაღლითობისგან დაცვის თვალსაზრისით.   გასული ხუთი წლის განმავლობაში, Visa-მ 10 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა ტექნოლოგიებში, მათ შორის იმ მიზნით, რომ შეემცირებინა თაღლითობის შემთხვევები. 2022 წელს, Visa-ს მეშვეობით შესაძლებელი გახდა 27 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის თავიდან აცილება. შესაბამისად, VisaNet-თან კომბინაციაში, ხელოვნური ინტელექტი  ბიზნესს და მომხმარებელს ფინანსური დანაკარგებისგან იცავს. ის ასევე ავლენს, იძიებს და აღკვეთს კიბერთავდასხმებს გადახდების ეკოსისტემაზე.

„ძალიან ამაყები და მოხარულები ვართ, რომ თაღლითობის მაჩვენებელი Visa-ს ქსელში ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, მსოფლიოს მასშტაბით. ასეთი შესანიშნავი შედეგის მიზეზი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ეფექტური ათვისებაა. Visa თავისი ბარათის მფლობელებისთვის რისკების შეფასებას უზრუნველყოფს, რაც ჩვენს კლიენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შესაძლებლობას აძლევს გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ, ჩვენი შეფასებების საფუძველზე, რომლებიც სწორედ მანქანური სწავლების და ქცევითი მონაცემების ანალიზის დახმარებით გამოითვლება,“ ამბობს ლარისა მაკაროვა, Visa-ს რისკების მიმართულების ხელმძღვანელი უკრაინაში, საქართველოში, დსთ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (CISSEE).

მას მაგალითად მოჰყავს საქართველო და ამბობს, რომ Visa მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის შემდგომ განვითარებას და ადგილობრივ ბაზარს სპეციფიკურს უწოდებს, ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. VisaNet-ის მონაცემების თანახმად, საქართველო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გლობალურ დონეზე, პირველ ადგილს იკავებს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობის მაჩვენებლით.  ამავდროულად, საქართველოში თაღლითობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მასშტაბით, რაც ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. Visa-ს რისკების მიმართულების ხელმძღვანელს, რომელიც 17 ბაზარზეა პასუხისმგებელი, სჯერა, რომ ეს ტოკენიზაციის ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომელიც აქტიურად ვითარდება საქართველოში, როგორც პირისპირ, ისე დისტანციური გადახდების მიმართულებით.

“ჩვენ ვაკვირდებით, რომ Visa ბარათის მფლობელები საქართველოში სულ უფრო აქტიურად და გააზრებულად იყენებენ განსხვავებულ გადახდის მეთოდებს,“ ამბობს ლარისა მაკაროვა.

 

 

[1]საგადახდო ასოციაცია, ხელოვნური ინტელექტის გონივრული გამოყენება: ხელოვნური ინტელექტის გონივრული გამოყენების საშუალებები გადახდებში 2021

გააზიარე