კრწანისი რესორტ რეზიდენსი - საუკეთესო საცხოვრებელი ვილა რეზიდენსისგან

Forbes-WEB-22081802

საცხოვრებელი ადგილი ადამიანს ჰგავს, ბედნიერებისთვის საჭიროა შინაგანი კომფორტის განცდა, რომელსაც გარეგანი ფაქტორები განსაზღვრავს. სახლი, მხოლოდ კედლები არ არის, ის როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეს მოიაზრებს.

ხშირ შემთხვევაში, ჩვენს დედაქალაქში ცხოვრება დამღლელია, რაც ხმაურით, გაუმართავი ინფრასტრუქტურით, ჟანგბადის ნაკლებობითა და სარეკრეაციო სივრცის დეფიციტითაა გამოწვეული.

დღეს, ამ მოცემულობის ალტერნატივაზე გესაუბრებით, რომელიც არარეალურ კონცეფციას ჰგავს, თუმცა უკვე აშენებული და სავსებით რეალურია.

რესორტის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში, მშვიდ, უსაფრთხო და ჟანგბადით გაჯერებულ ადგილას, თავისუფლების მოედნიდან 7 წუთის სავალზე მდებარეობს, თბილისის ისტორიულ ნაწილში.

Forbes Georgia ვილა რეზიდენსის დირექტორს, ალექსანდრე ნამორაძეს ესაუბრა.

რა იყო რესორტის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის ინსპირაცია?

ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემო თბილისში იშვიათობას წარმოადგენს. გვსურდა, შეგვექმნა ისეთი გამორჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და ამავდროულად ჯანსაღია. ვფიქრობდით, თუ რა აკლდა თბილისს ყველაზე მეტად. როგორი იქნებოდა   საცხოვრებელი, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს მისცემდა მშვიდი და ამავდროულად აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების საშუალებას. სწორედ ეს იყო ინსპირაციის წყარო. შესაბამისად, დავისახეთ მიზანი, გაგვეშენებინა პირველი რესორტის ტიპის დასახლება დედაქალაქში.

თქვენი გადმოსახედიდან, როგორი ტიპის საცხოვრებელ ადგილს ქმნით?

ვილა რეზიდენსი თავისი პროექტებით თანამედროვეობის ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს. 21-ე  საუკუნისთვის დამახასიათებელი ცხოვრების რიტმი საკმაოდ სტრესულია, ხოლო სახლი უნდა იყოს ის ადგილი, რომელიც სასიცოცხლო ძალების აღდგენის საშუალებას იძლევა. ამგვარად, შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც  დისტანცირებულია ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან, გამოირჩევა კომფორტული ინფრასტრუქტურით და მაქსიმალურად ერგება მაცხოვრებელთა გემოვნებას.

ამასთანავე, ეკოლოგია არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გვახსოვს: სწორედ ასე შეირჩა ადგილმდებარეობა, პროექტისთვის „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“.

რომელ ძირითად უპირატესობებს გაუსვამდით ხაზს, რა არის ფაქტორები, რაც კრწანისი ვილა რეზიდენსს გამოარჩევს?

რთულია დაასახელო ერთი კონკრეტული მიზეზი, რაც პროექტს გამორჩეულს ხდის, ვინაიდან ყველა ის კომპონენტი, რომლითაც „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ იქმნება, პროექტს უნიკალურს ხდის. ჩვენი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შევეცადეთ, ყველა სპორტული აქტივობა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვენსავე ტერიტორიაზე. პროექტში გათვალისწინებულია ბოულინგ კლუბი, მინი-გოლფის, ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები. ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს საჯინიბო, გამორჩეული ჯიშის ცხენებით.  კომპლექსი ასევე მოიცავს ფიტნეს დარბაზს, რომელიც  განთავსებული იქნება სწორედ ინოვაციური, 45 მეტრიანი აუზის ზევით, საიდანაც იშლება ქალაქის ულამაზესი ხედები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ეკო-მეგობრული ტრანსპორტით და საფეხმავლო ბილიკებითაა დაშვებული.

ჩვენთვის პრიორიტეტულია სამშენებლო მასალებიც. ვიყენებთ ენერგოეფექტურ მასალებს. ვაწარმოებთ და ვიყენებთ შუკოს სლაიდ-კარებს, ფანჯრებსა და ვიტრაჟებს.   პროექტი სრულად აღიჭურვება კონეს პანორამული ლიფტებით,  მგზავრობისას მობინადრეები შეძლებენ ისიამოვნონ როგორც ქალაქის, ასევე რეკრეაციული ზონების და კრწანისის მთების ხედებით. სწორედ ეს არის ყველა ის ფაქტორი, რომელიც ბაზარზე პროექტს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

უკეთესად ცხოვრების სურვილი აჩენს იდეას თუ თავად იდეა სთავაზობს უკეთეს ცხოვრებას?

სურვილი ჩნდება მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით ნახავ, თუ როგორ გამოყურება  უკეთესი საცხოვრებელი გარემო. ჩვენი მხრიდან მშენებლობის პროცესიც სწორედ ამ იდეით ვითარდება, რეკრეაციული ზონების მოწყობას მშენებლობამდე ვასრულებთ. ნებისმიერ მსურველს ვთავაზობთ ტურს, რათა ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელშესახები და უკეთესად აღსაქმელი იყოს. მომხმარებელი მოდის ჩვენთან და ხედავს რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ რეკრეაციულ ზონებს,  სპორტულ მოედნებს, აუზებს. რაც მთავარია, საერთო ინტერესების მქონე სამეზობლოს. რის შედეგადაც, ბუნებრივია ჩნდება სურვილი, თავად გახდნენ  ამ გარემოს ნაწილი.

ეკოლოგიის პრობლემა  თანამედროვე ცხოვრების ძირითადი გამოწვევაა, თქვენი კომპანიის ხედვა როგორია ამასთან დაკავშირებით?

ეკოლოგია ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არქიტექტურული პროექტირებით ვერგებით ლანდშაფტს და არა პირიქით. უზრუნველვყოფთ, როგორც რეკრეაციული ზონების გაშენებას, ასევე არსებული ხე-ტყის  შენარჩუნებას და მოვლა-პატრონობას. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ზეთისხილის და წიწვოვანი პარკები ჯამში 2.5 ჰექტარზე. ორიენტირს ვიღებთ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე. ვითვალისწინებთ, როგორც ქალაქის, ასევე უბნის იერსახეს და ამის მიხედვით ვმუშაობთ ექსტერიერის დიზაინზე.

როგორ უქმნით მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ კომფორტს?

ვზრუნავთ, რომ პროექტის მობინადრეებს ჰქონდეთ ყველა პირობა კომფორტული ცხოვრებისთვის, რაც გამოიხატება შემდეგში:  ვაშენებთ უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური მასალებით, ამ გზით გარემოსაც ვუფრთხილდებით და მომხმარებელთა ხარჯებიც მცირდება. მაქსიმალურად ვარგებთ ინფრასტრუქტურას მობინადრეების სურვილებს, შესაბამისად გვაქვს მოედნები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და რამდენიმე აუზი იმისთვის, რომ მრავალფეროვანი, ჯანსაღი ცხოვრების წესით დავამკვიდროთ. რამდენიმე ჰექტარ მიწაზე გაშენებულია რეკრეაციული ზონები, ხოლო შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ეკომეგობრული ტრანსპორტით, რაც  მშვიდი გარემოს უზრუნველყოფის გარდა, განსაკუთრებულ კომფორტს წარმოადგენს იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. რესორტის ტერიტორიაზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები, სკოლა და ბაღი. შესაბამისად, ადგილზე სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ყველაფერი იქნება.

გარდა ინფრასტრუქტურისა, ვზრუნავთ მობინადრეების განწყობაზე, ხშირად ვატარებთ ღონისძიებებს, იმისთვის, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, ამავდროულად შეიქმნას უფრო აქტიური და სასიამოვნო გარემო.

როგორ აღწერთ კრწანისი რესორტ რეზიდენსს?

ვინაიდან კრწანისი რესორტ რეზიდენსის კონცეფცია მომხმარებლების მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ, პროექტის ტერიტორიაზე დაინტერესებულ პირებს ვახვედრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, კომფორტულ საცხოვრებელსა და მრავალფეროვან დასასვენებელ სივრცეებს.  ჩვენი  სლოგანია ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე, ვფიქრობ ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს ჩვენს კომპანიას.

რა არის თქვენი კომპანიის ძირითადი მიზანი?

ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი დეველოპერულ ბაზარზე,  რაც გულისხმობს მეტ სიმწვანეს, ეკოლოგიას  და ჯანსაღ გარემოს თანამედროვე პროექტებში.  გვსურს შევიტანოთ წვლილი ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებაში და განვახორციელოთ მრავალი ინოვაციური პროექტი, რომელიც ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს. ვმუშაობთ ახალ პროექტებზეც, ვგეგმავთ შემოვიტანოთ ბაზარზე ისეთი უპრეცედენტო სიახლეები, რაც აქამდე მომხმარებლისთვის არცერთ დეველოპერს შეუთავაზებია.

ცხოვრება კრწანისი რესორტ რეზიდენსში, ეს არის უკეთესი ცხოვრების საშუალება თუ აუცილებლობა უკეთესი ცხოვრებისათვის?

ვფიქრობ, ორივე ერთად. პოტენციურ მობინადრეებს ვთავაზობთ ყველაფერს, უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპლექსი გრიგოლ ვოლსკის ქუჩაზე, დიპლომატიურ და ისტორიულ უბანში მდებარეობს, თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 7 წუთის სავალ გზაზე. სწორედ ეს არის კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობა, ერთი მხრივ, ცენტრთან სიახლოვე, ხოლო მეორე მხრივ, ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან დისტანცირება. კრწანისი რესორტ რეზიდენსის გარშემო ტერიტორიაზე შეგხვდებათ არაერთი საელჩო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის მშვიდ და უსაფრთხო ადგილმდებარეობას.  შესაბამისად, ვქმნით გარემოს, რომელიც იდეალურად დააკმაყოფილებს ნებისმიერი ინტერესებისა და  ასაკის ადამიანის კრიტერიუმებს. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, იმისთვის, რომ შეგვექმნა სრული ჰარმონია უკეთესი ცხოვრებისთვის.

 

***

როგორც ჩანს, მითი იმის შესახებ, რომ ჰარმონიული ცხოვრება ხელმიუწვდენელ რეალობას წააგავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჰარმონია ხელშესახები და რეალურია, ერთ მისამართზე – კრწანისში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩაზე სადაც სუნთქვა, ცხოვრება და დასვენება თანაბრად შესაძლებელია.

გააზიარე