სად არის მწვანე ქალაქი?

Forbes-WEB-22052506

ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის აუცილებლობაზე მსოფლიო საუკუნეზე მეტია, მსჯელობს. ინდუსტრია, ხმაური, ქაოსი – ეს ქალაქების ძველი კონცეფციაა, რომელიც შეიქმნა,  განვითარდა და გარკვეულ ეტაპზე მოთხოვნების უმეტესობა დააკმაყოფილა. ახლა ბევრი რამ შეიცვალა. სიმშვიდე, სიმწვანე, ჯანსაღი გარემო – ეს ახალი, თანამედროვე ცხოვრების კონცეფციაა, რომელიც არა მხოლოდ აწმყოსი, არამედ მომავლის შეუცვლელ ალტერნატივად იქცა. ქალაქის გეგმარების მწვანე კონცეფცია მრავალ ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა.  მათ მწვანე ქალაქებს უწოდებენ.

იყო დრო, როდესაც თბილისი სიმწვანით ამაყობდა. ბუნებრივმა და ხელოვნურად გაშენებულმა ტყეებმა დედაქალაქი მოიცვა, არც სუფთა ჰაერის პრობლემა იდგა… გავიდა ხანი, ქვეყნის შიგნით ბევრი რამ აირია. აღარც ეკოლოგიისთვის ეცალა ხალხს… სიმწვანე მიილია და მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე დარჩა. ტყეებთან ერთად, სუფთა ჰაერიც კანტიკუნტად შემორჩა – ფერდობებზე.

ტექნოლოგიური წინსვლა უკეთეს ცხოვრებაზეა ორიენტირებული, ყოველ შემთხვევაში, ჩანაფიქრი ასეთი აქვს. ტექნოლოგიების მიღმა კი ბუნებრივი პროცესებია, რომელთა გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია.

დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება ჟანგბადი. არც ადამიანები ვართ გამონაკლისი; სუფთა ჰაერი, ჟანგბადი – ჩვენთვის სასიცოცხლო ძალაა, რომლის გარეშე ადრე თუ გვიან ყველაფერი უფასურდება.

მსოფლიოში არსებული ქალაქები დედამიწაზე არსებული რესურსების უდიდეს ნაწილს მოიხმარს. გლობალური ენერგიის მოხმარების 60 პროცენტი ქალაქებზე მოდის. სხვადასხვა ქარხნიდან წარმოქმნილი აირების ემისიის 70 პროცენტს ქალაქები წარმოშობენ, რაც  ეკოლოგიაზე საზიანოდ ისახება. მრეწველობით წარმოქმნილი ხილული თუ უხილავი ნარჩენები გავლენას ახდენენ კლიმატის უარყოფით ცვლილებაზე, რომელიც გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია. ტყის ხანძრები, გვალვები, სტიქიური უბედურებები – ეს ჩამონათვალი პირდაპირ კავშირშია იმ პროცესებთან, რომლებიც ეკოლოგიაში უხეშმა ჩარევამ გამოიწვია.

საბედნიეროდ, ახალმა კონცეფციებმა, სტრატეგიებმა და ტექნოლოგიებმა შეძლეს, რომ ქალაქები უსაფრთხო ადგილად იქცეს არა მხოლოდ მის წიაღში მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ გარემოსთვის, დედამიწისთვის.

სიმწვანეზე ორიენტირებულ განაშენიანებას საკუთარი სტრატეგია გააჩნია, რომელიც უკვე არსებული მაგალითების სახით, ფართოდ გამოიყენება და დღითიდღე პოპულარული ხდება.

ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენს, სადაც ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ფუნქცია აქვს. ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, გადამწვეტი როლი ენიჭება ახალი ტყე-პარკების გაშენებას და არსებულის მოვლა-პატრონობას.

2015 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში შეიმუშავეს ტყე-პარკების მოვლის ერთიანი სისტემა, რომელიც ზედამხედველ ორგანოს აკისრებდა იქ არსებული  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და მოვლას. ეკოლოგიის გადარჩენა ეროვნული გადარჩენის გეგმის ნაწილი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში არსებული ტყე-პარკები არამხოლოდ ეკოლოგიაზე ახდენს დადებით გავლენას – ის ადამიანისათვის ქმნის იმ მიკროკლიმატს, რომლის დანაკლისს დღემდე უამრავი ქალაქი განიცდის.

მსგავსი გადაწყვეტილება კანადაში, ვანკუვერშიც მიიღეს 2010 წელს. სტრატეგიამ, რომელსაც „მწვანე ვანკუვერი“ ეწოდა, ქალაქზე შთამბეჭდავი გავლენა მოახდინა. 2010-დან 2020 წლამდე 150 000 ურბანული ხე დაირგა. პროექტში ადგილობრივი მთავრობა ჩაერთო. სტრატეგიამ გაამართლა. დღეისათვის ვანკუვერის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სახლიდან 5 წუთის სავალზე  სარეკრეაციო ზონა აქვს – მწვანე სივრცეები განტვირთვისათვის.

მწვანე ინფრასტრუქტურის გამოყენების პოლიტიკას ევროკავშირმა 2013 წელს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ამით ყველაზე ადრე ესპანეთმა ისარგებლა. ქალაქ ბარსელონაში შეიქმნა ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის გეგმა, სადაც მწვანე დერეფნები მწვანე ურბანულ სივრცეებს ერთმანეთთან აკავშირებს. ტყეები, პარკები და მწვანე ბაღები ქალაქის შიგნით, ერთიანი ქსელის ქვეშ მოექცა. ამ პროცესმა ჰაერის გაგრილების ბუნებრივი რესურსი წარმოქმნა, რაც ტემპერატურაზე აისახა, შედეგად, კონდიციონერის გამოყენება 30 პროცენტით  შემცირდა.

ჰოლანდიის ქალაქ არნემის მუნიციპალურმა მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად, მავნე ნივთიერებისგან ჰაერის დასუფთავება ურბანული ტყის გაშენებით გადაწყვიტა. „მწვანე დღის წესრიგი“ მწვანე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და განვითარებას ითვალისწინებს. ქალაქში გაშენებული ტყე დიდ როლს ასრულებს ჰაერის დასუფთავებაში, ნახშირბადის შთანთქმის ხარჯზე, რაც ამცირებს მავნე ზემოქმედებას როგორც ჰაერზე, ასევე ზოგადად კლიმატზე.

საქართველოს მრავალფეროვან ბუნებაზე ბევრი საუბრობს. პატარა ქვეყანა პატარა ქალაქებით, სხვადასხვა კულტურით და შესაძლებლობით. ის, რაც ბუნებისგან წილად გვხვდა, თითქმის ყველაფერი საოცარია. ერთი შეხედვით, გვაქვს ის, რაც ბედნიერებაში დაგვეხმარება. მაგრამ… მაგრამ ადამიანმა ბევრი რამ შეცვალა, მოირგო ან ეგონა, რომ ირგებდა. ახლა კი ხშირად გვიწევს ადგილის ძებნა, სადაც კარგი გარემო დაგვხვდება, დავრჩებით და ცხოვრებას იქ გავაგრძელებთ. ადგილს, სადაც სიმწვანე, ბედნიერება და სუფთა ჰაერია.

სხვადასხვა ქალაქის მსგავსად, სიმწვანის საკითხი თბილისშიც აქტუალურია. ეს ყველამ ვიცით. ამიტომ გამუდმებით ვეძებთ ადგილებს, სადაც შენობებიდან ბუნებაში გადავინაცვლებთ, დავისვენებთ და ჯანსაღად გავატარებთ დროს.

საბედნიეროდ, მწვანე ქალაქი ჩვენთანაც არსებობს. მწვანე  კონცეფციაზე და იდეაზე დაფუძნებული საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც სიმწვანე დომინანტურია. აქ 80%-ი გამწვანებას უჭირავს, საცხოვრებელი სახლებისთვის კი მხოლოდ 20%-ია დათმობილი. მწვანე ქალაქი თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს, სახელიც დამსახურებულად შესაბამისი აქვს – მწვანე ქალაქი ლისზე.

ადგილი, რომელსაც მხოლოდ იქ ყოფნით იგრძნობ და დააფასებ…

სარეკრეაციო ზონით გარშემორტყმული და სიმწვანეში ჩაფლული ქალაქი, რომელიც ყველა პირობას ქმნის ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრებისათვის. სუფთა ჰაერი და ტბისპირა კლიმატი. ქალაქის ქუდი, რომელიც მუდმივად დაჰყურებს თბილისს.

არ არსებობს თბილისი ლისის გარეშე. ლისი კი ჩვენ გარეშე.

მწვანე ქალაქი ლისზე – ბუნების კანონი ბედნიერი ცხოვრებისათვის.

გააზიარე