Visa | BRANDVOICE

სწორება ციფრულზე: ძირითადი ტენდენციები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე და თანამშრომლობის გამორჩეული მაგალითები Visa-სგან

Article#1_GEO_1540x1080

რეგიონი, რომელიც ცენტრალური აზიიდან, კავკასიისა და უკრაინის გავლით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპამდე ვრცელდება, 17 ქვეყანას აერთიანებს, სადაც ინოვაციების დანერგვა ციფრულ გადახდებში, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.  Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის და დსთ-ს, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (CISSEE) ჯგუფის რეგიონული მენეჯერი, ვირა პლატონოვა გვიამბობს, რომ  რეგიონის სამომავლო განვითარებისთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია ტოკენიზაციის პროცესს, ციფრული საფულეების დანერგვას, ელექტრონულ მმართველობას და სერვისებს, ფინტექ კომპანიებს,  ურბანულ მობილობას და მათ შორის,  Visa-ს პარტნიორულ პროექტებს უკრაინაში.

პანდემიის პერიოდში არსებულმა გამოწვევებმა ციფრული გადახდებისა და ელექტრონული კომერციის ზრდა  გამოიწვია, ბიზნესები სწრაფად განვითარებადი ინოვაციების სატესტო არეალად გადაიქცნენ, იმისთვის, რომ სწრაფადვე აეწყოთ ფეხი დრამატული ცვლილებებისთვის და მომხმარებელთა შეცვლილ ქცევას მორგებოდნენ. 160 მილიონი ადამიანით დასახლებულ რეგიონში,  ქვეყნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებები მათზე ინდივიდუალურად აისახა.

Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის და დსთ-ს, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (CISSEE) ჯგუფის რეგიონული მენეჯერი, ვირა პლატონოვა
ტენდენციები რეგიონში

ძირითადი ტენდენცია, რომელიც რეგიონის თითოეულ ქვეყანას აერთიანებს   არის ბიზნეს სექტორის მიმართულება სწრაფი ტემპებით აითვისოს ახალი ტექნოლოგიები. ელექტრონული კომერციის გააქტიურებასთან ერთად, გაიზარდა დისტანციური, ანუ Card-Not-Present (CNP) გადახდები. ამ ტიპის გადახდების წილი ცენტრალური აზიის ბაზარზე, ბოლო ორ წელში, 23 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.[1] გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა ტოკენიზაციამაც, სადაც მომხმარებლის ბარათის ნომერს 16-ციფრიანი ეკვივალენტი ანაცვლებს, იგივე ტოკენი, რათა ციფრული გადახდა კიდევ უფრო უსაფრთხოდ შესრულდეს;  აღნიშნული ზრდა განაპირობა, ბაზარზე ბოლო პერიოდში დანერგილმა, გადახდის ახალმა მეთოდებმა, რომლებიც ციფრული საფულეებისა და მოწყობილობების მეშვეობით ხორციელდება.

ამავე პერიოდში, გაორმაგდა ფიზიკური, ანუ Face-To-Face (F2F) გადახდების მაჩვენებელიც, რასაც სუპერმარკეტებში, რესტორნებში, ტანსაცმლის მაღაზიებში, ავტოდილერებთან თუ ავტოგასამართ სადგურებზე ამ ტიპის გადახდების სერვისზე მაღალი მოთხოვნა მოწმობს. საგულისხმოა ისიც, რომ მომხმარებლების ონლაინზე გადასვლასთან ერთად, დისტანციური, ანუ Card-Not-Present გადახდები 5.6-ჯერ გაიზარდა, ძირითადად პროფესიული, რეგიონული ტრანსპორტის, ავიახაზების და ნაღდი ფულის სერვისების დამსახურებით.[2] რაც შეეხება პირისპირ, ანუ Person-to-Person (P2P) გადახდებს, მოცულობა 6.2-ჯერ გაიზარდა – ყაზახეთი კვლავ ლიდერობს და 99,6%-იანი წილი აქვს.[3]

მნიშვნელოვანი შედეგებით გამოირჩევა საქართველოც, VisaNet-ის ბოლო მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით, 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, სადაც Visa ოპერირებს, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა უკონტაქტო გადახდების შეღწევადობის მაჩვენებლით. Visa-ს ბარათით განხორციელებული ყოველი ათი ტრანზაქციიდან თითქმის ათივე საქართველოში უკონტაქტო მეთოდით ხორციელდება. ეს შესაძლებელი გახადა, მას შემდეგ რაც Visa Token Service (VTS)-მა, შეუწყო  ხელი გადახდის ახალი მეთოდების, მათ შორის Apple Pay-სა და Google Pay-ს, დანერგვას და განვითარებას,  ხოლო მომხმარებელს საშუალება მისცა საკუთარი Visa ბარათები ციფრულ საფულეებში დაემატებინათ.

Visa-ს გამორჩეული პარტნიორობის მაგალითები უკრაინაში და „ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“

გასულ წელს, ომის დაწყებასთან ერთად, Visa-მ წამყვან უკრაინულ ბანკთან – PrivatBank ითანამშრომლა, იმ მიზნით, რომ შეექმნა VisaNet-თან, გადახდების ქსელთან, უსაფრთხოდ დაკავშირების ახალი, ალტერნატიული გზა. შედეგად, შემცირდა ბანკის დამოკიდებულება  სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე,  რომელიც თავის მხრივ,  საფრთხის წინაშე იდგა რუსეთის ქვეყანაში შეჭრის პირობებში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა PrivatBank-ის Visa-ს Cloud Connect პლატფორმაზე გადაწყობით. პლატფორმა შექმნილია სწორედ იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ბანკებს და პარტნიორებს დააკავშირონ საკუთარი, უკვე არსებული ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა Visa-სთან და ამგვარად დაამუშაონ ტრანზაქციები. მათ შორის, ის ტრანზაქციებიც, რომლებიც Visa-ს ბარათით არ ხორციელდება.

შედეგად, PrivatBank-მა, რომელიც 19.6 მილიონ მომხმარებელს ემსახურება უკრაინაში, შეძლო შეენარჩუნებინა კლიენტებისთვის წვდომა საკუთარ ფინანსურ სერვისებზე, რაც, მათი შეფასებით, „ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გადახდების ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას.

VisaNet პლატფორმის ამოქმედებიდან, ანუ 2021 წლის მიწურულს, ეს თანამშრომლობა პირველ პრეცედენტად იქცა, როცა Visa-მ უზრუნველყო უსაფრთხო კავშირი საჯარო ღრუბლოვანი პროცესინგის ინფრასტრუქტურასთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის (СЕМЕА) რეგიონში.

Visa-ს კიდევ ერთი საკვანძო პროექტი უკრაინაში PayPal-თან თანამშრომლობა იყო. 2022 წლის მარტის დასაწყისში, Visa-მ შეწყვიტა საკუთარი ბიზნესოპერაციები რუსეთში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პასუხად. ამავე თვეში, PayPal უკრაინულ ბაზარზე შევიდა და ამ პროცესში Visa-მ საკუთარი წვლილი შეიტანა. პარტნიორობის მიზანი იყო, რომ ადამიანებს საშუალება მისცემოდათ, გაეგზავნათ ფინანსური დახმარება უკრაინისთვის სხვა ქვეყნებიდან; ასევე, მხარი დაეჭირა ფულადი გადარიცხვებისთვის ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში, როცა ოჯახის წევრთა ნაწილს უკრაინის დატოვება მოუხდა და დახმარების შეძლებისდაგვარად მალე მიღება სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა. საბოლოო ჯამში, კოლაბორაციის უმთავრესი მიზანი ის იყო, რომ ადამიანებს შესძლებოდათ თავისუფლად გადაეტანათ თანხები PayPal-დან უკრაინული ბანკების მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე და სწორედ აქ,  Visa-ს ჩართულობამ დიდი როლი შეასრულა.

მომავალი, რომელიც პარტნიორობებზე დგას

Visa-ს მიერ, უკრაინაში, პარტნიორებთან ერთად, გაწეული სამუშაო კარგად წარმოაჩენს, თუ რა მოქნილად აუწყო ფეხი გადახდების ინდუსტრიამ დაჩქარებული ტრანსფორმაციის პროცესს. ერთიანი ძალებით ფინანსურ ინსტიტუტებს ბარიერების გადალახვა შეუძლიათ, გადახდების განვითარების გასაგრძელებლად, საჭირო ხელმისაწვდომი, ინტეგრირებული და უზადო ფინანსური სერვისების შეთავაზებით. როგორც ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო გადაწყვეტილებების და ტექნოლოგიების მიმწოდებელს, ისევე როგორც ამ ახალი ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების კონტრიბუტორს, Visa-ს გუნდს სჯერა, რომ თითოეულ ბაზარზე ყველა ძირითად მოთამაშესთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განავითარებს ციფრულ გადახდებს ყველას სასარგებლოდ.

 

 

[1] Visa Key Market Observations, ცენტრალური აზიის მონაცემები, 2020 – 2022 ფინანსური წელი

[2] Visa Key Market Observations, ტერმინალების მონაცემები ცენტრალური აზიიდან, 2020 – 2022 ფინანსური წელი

[3] Visa Key Market Observations, ცენტრალური აზიის მონაცემები, 2020 – 2022 ფინანსური წელი

გააზიარე