ცხოვრება რესორტში

Forbes-WEB-22071803

დღევანდელ მსოფლიოში შრომას და დასვენებას თანაბარი ფასი აქვს. ვშრომობთ, რომ დავისვენოთ და ვისვენებთ, რომ შრომისუნარიანები ვიყოთ. დასვენება და შრომა ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

თანამედროვე ყოფაში, ცხოვრების ტემპი საკმაოდ გაზრდილია. თითქოს, სწრაფი ქმედებებით მეტს ვასწრებთ, მაგრამ დრო საკუთარი თავისთვის მაინც სულ უფრო და უფრო ნაკლები გვრჩება. სურვილები კი შესაძლებლობებთან ერთად იმატებს. გარემო ვითარდება, ვვითარდებით ჩვენც, მიდგომები იცვლება, შესაბამისად მოთხოვნებიც მრავალფეროვანი ხდება. ჯანსაღი ცხოვრების წესი – ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერი, ძილის ჰიგიენა, სასარგებლო საკვები, ყოველივე ეს აუცილებელია ჯანმრთელი ცხოვრებისათვის.

აქტიური ცხოვრების სტილი გადაადგილებას მოითხოვს. სახლიდან სამსახურამდე, სამსახურიდან სახლამდე, სახლიდან აუზამდე, სამსახურიდან ფიტნეს დარბაზამდე, აუზიდან მაღაზიამდე, ფიტნეს დარბაზიდან სახლამდე და ა.შ.

გზა, ხმაური, უჰაერობა, საცობი, სტრესი… თითქოს უალტერნატივო რეალობაა… მაგრამ ალტერნატივა არსებობს, გზა რომელიც აგარიდებთ ქალაქს, მაგრამ არ განგარიდებთ მას. იქ სადაც ბედნიერი ცხოვრების ატრიბუტიკა ერთ სივრცეშია – რესორტში.

შესაძლებლობა, მოცემულობა და ცხოვრების სტილი დიდ გავლენას ახდენს ყოველდღიური ყოფის ფორმირებაზე. ვართ ბედნიერები, თუ გვაქვს რაც გვსურს ან ვართ შეგუებულები იმას, რაც ჩვენს სურვილებს აყალიბებს – უკეთესობისკენ.

ადგილები, უბნები, კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურა ძირითად როლს თამაშობს, როდესაც არჩევანს ვაკეთებთ სახლზე, ადგილზე სადაც ჩვენი ცხოვრების ყველაზე მყუდრო და კომფორტული დროის გატარება შეგვიძლია. გვინდა უკეთესი, მაგრამ ვერ ვაგნებთ იქ სადაც ყოველდღიურად ვართ – სახლში. როდესაც კომფორტი გვენატრება, ჯერ ცვლილების დროა და შემდგომ დასვენების.

გაუმჯობესების მცდელობა, უწყვეტი ძალისხმევაა საუკეთესო ცხოვრებისთვის. არაფერს ვიშურებთ კომფორტისათვის, რადგან მის მოსაპოვებლად ენერგიას არასდროს ვზოგავთ. ენერგიის ძირითადი წყარო კი სიმშვიდე, სიჯანსაღე და კარგი გარემოა.

რესორტი – კურორტის ტიპის საცხოვრებელია. ერთგვარი კომუნა, რომელიც მთლიანად შეხამებულია მაცხოვრებლების გემოვნებასა და მოთხოვნებს. ასეთ ადგილს, ხალხზე მორგებული „ბედნიერების კონცეფცია“ შეგვიძლია ვუწოდოთ. დასახლება, სადაც მოულოდნელობებს არ ვხვდებით, სადაც ინდივიდუალური მზრუნველობა კოლექტიურ კეთილდღეობას და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ურბანული დამღლელი რუტინისგან იდეური დისტანცია და ქალაქის კომფორტთან მაქსიმალური სიახლოვე.

ცხოვრება რესორტში ინდივიდუალური გემოვნებისა და ცხოვრებისეული გეგმების გამოხატვა და განხორციელებაა. პირადი და საზოგადო ინტერესები მაქსიმალურად გამიჯნულია, საჭიროების შემთხვევაში კი სანიმუშოდ ერთიანი.

რესორტის ტიპის საცხოვრებლებს მრავალ ქვეყანაში დიდი ხნის ისტორია აქვს და დღემდე მოთხოვნად უძრავი ქონების ტიპს წარმოადგენს. ევროპაში, აშშ-სა და ავსტრალიაში რესორტში ცხოვრება განსაკუთრებულ კომფორტთან, შესაძლებლობასთან და პრივილეგიასთან ასოცირდება.

ევროპაში რესორტში ცხოვრების თავისებური ტრადიცია არსებობს. მოსახლეობა სეზონურობის მიხედვით მიგრირებს – ზაფხულის და ზამთრის რესორტებზე.

ამერიკაში, ევროპისგან განსხვავებული ტიპის ცხოვრება მოსწონთ. უმეტესად დაინტერესება ისეთ რესორტებზეა, სადაც კომფორტული ცხოვრების პარალელურად ფერმერობისა და მეღვინეობის მეურნეობებია განვითარებული.

რესორტის, იგივე კურორტის ტიპის მუდმივ საცხოვრებლებს საკუთარი მახასიათებლები გააჩნიათ. ეს განასხვავებს მას სხვა დასახლებებისგან.

საზოგადოება ინდივიდუალური გემოვნებითა და მსგავსი ინტერესებით

საკურორტო ტიპის საცხოვრებლისათვის უპირველესი მახასიათებელია, რომ მაცხოვრებლებისათვის არსებობს საზიარო, მარტივად და თავისუფლად გამოყენებადი სივრცეები, რომლითაც ისინი თანაბრად სარგებლობენ, მაგალითად: გოლფის მოედანი, აუზი, ჩოგბურთის მოედანი, ასევე სარეკრეაციო და დასასვენებელი ზონები.

კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხი რესორტის ტიპის საცხოვრებელს ირჩევს, კომფორტული და კეთილმოწყობილი სივრცეების მუდმივი ხელმისაწვდომობაა. დროის ეკონომია და ხარისხიანი სერვისი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. რესორტში არსებული მომსახურება დამატებითი ფუფუნების საშუალებაა – დაცული ტერიტორია, ხელმისაწვდომი საპარკინგე სივრცეები, ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტივობის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურა, ბუნება და ხედი.

ბუნებასთან სიახლოვე

რესორტის ტიპის საცხოვრებლის უმთავრესი ხიბლი, ბუნებასთან ახლოს ყოფნა და ეკოლოგიაა. ეს არის ძირითადი ნიშანი, რაც მას ურბანული რუტინული ყოველდღიურობისგან განასხვავებს. გარდა ინდივიდუალურად მოწყობილი საცხოვრებელი შენობებისა, რესორტზე მაცხოვრებლებისათვის, ბუნებით ტკბობა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. გარდა ვიზუალური მომხიბვლელობისა, ასეთი ტიპის დასახლებები ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

თანამედროვე არქიტექტურა

უმეტეს შემთხვევაში, რესორტის აპარტამენტები და შენობები თანამედროვე არქიტექტურის განსახიერებაა. ნაგებობები აგებულია არქიტექტურის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და როგორც წესი, გამოირჩევა უნიკალური იდენტურობით – მრავალფეროვნება ერთიანი სტილის ქვეშ.

რესორტის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები მთელს მსოფლიოში ვითარდება და ყოველდღიურად პოპულარული ხდება, განსაკუთრებით ქალაქის მაცხოვრებლებს შორის. ქალაქებს შიგნით მდებარე რესორტები შედარებით იშვიათი ფუფუნებაა, განსაკუთრებით დედაქალაქებისთვის.

რესორტის ტიპის საცხოვრებელი, განსაკუთრებულად კომფორტულ ცხოვრებასთან ასოცირდება, სადაც ყოველდღიურად შეგიძლია აკეთო ის, რაც გიყვარს, გჭირდება და გსიამოვნებს. არ ხარ შეზღუდული იცხოვრო სიამოვნებისთვის; იცურავო აუზზე, აუჩქარებლად ითამაშო გოლფი, უსასრულოდ გაირუჯო ქვიშიან ნაპირზე, დატკბე ბუნებით, ხედებით და ამავე დროს იყო სახლში, ზედმეტი გადაადგილებისა და შეფერხების გარეშე.

გააზიარე