უნაკლო გარემო ჯანსაღი ცხოვრებისათვის | ინტერვიუ ბექა ფაშალიშვილთან

Forbes-WEB-22101801

ქალაქის ცენტრი ქალაქური სიცოცხლის ყველაზე აქტიური ადგილია: ხალხი, ტრანსპორტი, ურბანული ხმაური, მუდმივი მიმოსვლა…

თბილისი – პატარა ქალაქი დიდი, ან საკმარისი პოპულაციით. ერთი ამოსუნთქვით განსაზღვრული გეოგრაფიული ფართობის გადალახვას საკმაოდ დიდ დროს ვანდომებთ. ის, რაც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოგვწონს, მიმზიდველი და ამავდროულად დამღლელიცაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობა დასვენებას ან უბრალოდ განტვირთვას მოითხოვს.

ადამიანმა სახლი არა მხოლოდ თავშესაფრისთვის, არამედ დასასვენებლადაც შექმნა. სიმშვიდე და კომფორტი კარგი საცხოვრებელი ადგილის განუყოფელ ნაწილად იქცა. თანამედროვე ეპოქაში შრომა ხანგრძლივი, მაგრამ ამავდროულად დაფასებული პროცესია. შესაბამისად, შრომისუნარიანობას არა მხოლოდ  სურვილი და შესაძლებლობა, არამედ ხარისხიანი დასვენებაც განაპირობებს.

ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, დაისვენო იქ, სადაც ურბანული გუგუნი გამუდმებით ჩაგესმის ყურში, ამ ყველაფერს კი ემატება დაბინძურებული ჰაერი, რომელიც ყოველი ჩასუნთქვისას იგრძნობა… სუფთა ჰაერის სუნი და გემო თითქოს მხოლოდ მოგონებად დარჩა…

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ქალაქში ცხოვრების კომფორტი დისკომფორტმა შეცვალა, კომპანია „ვილა რეზიდენსმა“ ახალი საცხოვრებელი ადგილი შექმნა, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს. ტერიტორია, სადაც ხელუხლებელი ბუნება ბატონობს, ხოლო მცხოვრებლები სიმშვიდისა და შეუდარებელი გარემოს თანაზიარნი ხდებიან.

მშენებლობის ხარისხზე, მშვიდ გარემოსა და ჯანსაღ საცხოვრებელ სივრცეზე მეტი დეტალის გასაგებად, Forbes Georgia „ვილა რეზიდენსის“ გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელს, ბექა ფაშალიშვილს ესაუბრა.

რა ტიპის პასუხისმგებლობა ეკისრება „ვილა რეზიდენსის“ გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობას?

პასუხისმგებლობა ნებისმიერ პოზიციას თან ახლავს, მით უმეტეს ისეთ კომპანიაში, როგორიც „ვილა რეზიდენსია“. ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს კვალიფიციური და მოტივირებული გუნდის ჩამოყალიბებას, რომელსაც საერთო მიზნები და ღირებულებები აქვს.

გუნდის ხელმძღვანელობა უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომლის მთავარი დანიშნულება მიზნამდე მისასვლელი სხვადასხვა გზის სწორად განსაზღვრაა.

ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, პრიორიტეტულია მუდმივი ზრუნვა გუნდის გაუმჯობესებაზე სხვადასხვა ტრენინგითა თუ პირადი გამოცდილების გაზიარებით. თანამშრომლების უკეთ გაცნობა და მჭიდრო ურთიერთობების დამყარება  როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში.

საბოლოო ეტაპი კი შედეგების ანალიზი, ბაზარზე არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი მზაობაა. ეს სწორედ ის დეტალებია, რაც გაყიდვების სტრატეგიის წარმატებას განსაზღვრავს.

რით იხიბლებიან ყველაზე  მეტად „ვილა რეზიდენსში“ საცხოვრებელი ფართის შეძენის მსურველები?

კომპანა „ვილა რეზიდენსი“-ს მიმდინარე პროექტია „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ სადაც აქტიურად მიმდინარეობს მეოთხე ფაზის მშენებლობა. პროექტი 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.

მომავალი მობინადრეებისთვის პირველ რიგში თავად პროექტის კონცეფციაა მიმზიდველი. მომხმარებელთა რაოდენობა და მათი მოთხოვნები საგრძნობლად გაზრდილია. გარდა მაღალი ხარისხისა, მათთვის პროექტების მიმზიდველობას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად: სკოლა, ბაღი, 45-მეტრიანი აუზი ხელოვნური ტალღებითა და ოქროს ქვიშის სანაპიროთი, ფიტნესცენტრი, საჯინიბო, გოლფის მოედანი, სპორტული მოედნები და ამფითეატრი.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადგილმდებარეობაა  – „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გრიგოლ ვოლსკის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტი, აღნიშნულ უპირატესობებთან ერთად, გარშემორტყმულია მთებით, აქ ეკოლოგიურად სუფთა ჰაერია, „კრწანისი რესორტ რეზიდენსიდან “ იშლება პანორამული ხედები ქალაქზე და, რაც მთავარია, ის დისტანცირებულია გამონაბოლქვისა და ხმაურისგან.  ეს არის იმ დეტალების ერთობლიობა და ბუნებრივი რესურსი, რომელიც  პროექტის უნიკალურობას განაპირობებს.

რა არის  „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ გუნდის უპირატესობა?

გუნდის უპირატესობას მრავალი ფაქტორის ერთიანობა განაპირობებს, რაც გულისხმობს: გუნდური მუშაობის კულტურას, მყისიერ რეაგირებას მომხმარებლის მოთხოვნებზე, ხელსაყრელ გადახდის პირობას, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც შეესაბამება თანამშრომელთა სურვილებს და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს. უნდა აღვნიშნო სამუშაო გარემო – ყველა ჩვენს თანამშრომელს შეუძლია, ისარგებლოს ტერიტორიაზე არსებული სრული ინფრასტრუქტურით, მაგალითად: აუზით,  ფიტნესითა და სპორტული მოედნებით.

მომხმარებლებისთვის გვაქვს დისტანციური მომსახურებაც, მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება, დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის მყისიერი გაცვლა, რაც საბოლოო ჯამში პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს და შედეგსაც სასურველს ვიღებთ.

რამდენად რთულია პოტენციური მყიდველის დარწმუნება „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ უპირატესობაში?

„ვილა რეზიდენსის“ გამოცდილება 11 წელს ითვლის, ადგილზე არაერთი დასრულებული პროექტი გვაქვს, რაც მომხმარებელთა ნდობას ჩვენდამი კიდევ უფრო ამყარებს.

ამასთანავე, უპირატესობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. კითხვა, რომელიც ნებისმიერ მობინადრეს უჩნდება, დაკავშირებულია მშენებლობის დასრულების ვადებთან. ჩვენ კი ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ პროექტი და მობინადრეებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ გადმოსვლა ახალ საცხოვრებელ გარემოში, სადაც გარდა სახლისა, ცხოვრების ახალი სტილი დახვდებათ.

რა წინასწარი წარმოდგენა აქვთ სახლის შეძენის მსურველებს პროექტის შესახებ და ამართლებს თუ არა მათ მოლოდინებს უშუალოდ ადგილზე ვიზიტი?

წინასწარი წარმოდგენა და ინფორმაცია, რაც შეიძლება ბინის შეძენის მსურველს ჰქონდეს, ეფუძნება რენდერს,  სხვადასხვა რეკლამას და ა.შ.

ამ ყველაფრის ნახვა რეალურ გარემოში მათ მოლოდინებს ყოველთვის აჭარბებს.

ვინაიდან რთულად წარმოსადგენია, არსებობდეს მშვიდი, მყუდრო გარემო და ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 5 წუთის მოშორებით. მოვლილი რეკრეაციული ზონები, სპორტული მოედნები და ხედი ქალაქზე რეალობაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

როგორ ფიქრობთ, ადგილობრივ სამშენებლო ბიზნესგარემოში, რამდენად კონკურენტუნარიან შეთავაზებას უკეთებთ პოტენციურ მსურველებს? გრძნობთ თუ არა უპირატესობას, როდესაც მყიდველს არჩევანის გაკეთება უწევს თქვენსა და სხვა კომპანიას შორის?

თბილისი საკმაოდ დატვირთულია დეველოპერული პროექტებით, შესაბამისად, კონკურენცია ამ ნაწილში დიდია, თუმცა იშვიათად შეხვდებით ერთ ლოკაციაზე განთავსებულ მასშტაბურ კომპლექსებს.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გამოირჩევა უნიკალური კონცეფციით, რომელიც გულისხმობს 70%-იან რეკრეაციულ ზონებს და 30%-იან დაბალ განაშენიანებას. ამასთანავე  დატვირთულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებით. ჩვენთან განთავსებულია კომერციული დანიშნულების შენობები, სკოლა და ბაღი.  მობინადრეებისთვის ვქმნით ყველანაირ კომფორტს, რაშიც ხელს გვიწყობს როგორც ბუნებრივი ლანდშაფტი, ასევე ხარისხიანი სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობის დასრულებამდე უკვე მოწყობილია რეკრეაციული ზონების უდიდესი ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მობინადრე გადმოსვლის დღიდანვე შეძლებს გარე სივრცეებით სარგებლობას.

გაყიდვების კუთხით, როგორი მოლოდინი გაქვთ, რა პერიოდი დასჭირდება ყველა ბინისა თუ სახლის გაყიდვას?

ჩემთვის და ჩვენი კომპანიისთვის წარმატებულად ითვლება ის პროექტი, რომელიც მშენებლობის დასრულებამდე ბინების 90%-ს გაყიდის. აქამდე განხორციელებულ ყველა ფაზაში (ვგულისხმობ, I, II  და III ფაზას) ეს სტანდარტი დაცულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეოთხე ფაზის, 7 ბლოკის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დასრულდება, მოიცავს 280 ბინას  და მათი 80% უკვე გაყიდულია.

გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ჩვენი გათვლებით, აღნიშნული ბინები მაქსიმუმ 1 წელიწადში სრულად გაიყიდება.

როგორ უნდა მოგმართოთ უძრავი ქონების შეძენის მსურველმა?

ჩვენთან კომუნიკაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საკმაოდ მარტივია, ვინაიდან ხელმისაწვდომები ვართ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ასევე მარტივია სატელეფონო კომუნიკაციაც და, რა თქმა უნდა, მომხმარებელს შეუძლია, პირდაპირ ადგილზე გვესტუმროს, სადაც ჩვენი გუნდის წარმომადგენლები დახვდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიწვდიან პროექტების შესახებ.

პოტენციურ მობინადრეებს აქვთ საშუალება, დანიშნონ ტური „ვილა რეზიდენსში“, გაისეირნონ კომპლექსის ტერიტორიაზე გოლფის მანქანებით, ან ონლაინჩართვის საშუალებით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია.

როგორ ფიქრობთ,  გარდა საცხოვრებელი ადგილისა, რას იძენს პირი, რომელმაც „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“ გადაწყვიტა ცხოვრება?

ჩვენი პროექტის მობინადრე იღებს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე მხოლოდ ბინაა. მომხმარებლებს ვახვედრებთ ცხოვრების აქტიურ და ჯანსაღ სტილს. კომპლექსში ტარდება ტურნირები და შეჯიბრები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, გვაქვს საჯინიბო გამორჩეული ჯიშის ცხენებით, ხშირად ვატარებთ სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებასაც, შესაბამისად, აქ იკვრება საერთო ინტერესების მქონე საზოგადოება. ამრიგად, თუ ცხოვრებისგან სიამოვნება, სიჯანსაღე და მშვიდი გარემო ისეთივე პრიორიტეტულია, როგორიც ამ ფაქტორების აუცილებლობა, ამ შემთხვევაში გამოსავალი ძალიან ახლოა – სულ რაღაც 5 წუთის სავალზე თბილისის ცენტრიდან.

გააზიარე