Video: საცხოვრებელი სივრცის სწორი განაშენიანება

Forbes-WEB-22072515

სიტყვა „შენება“ ოპტიმიზმთან და მოძრაობასთან ასოცირდება. ახალი მშენებლობა, ახალი განაშენიანება, ახალი საცხოვრებელი… ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით იქ, სადაც სიცარიელეა, აშენება და სიცოცხლე ნამდვილად დადებითი მოვლენაა. ქვეყნები და ქალაქები განაშენიანების წყალობით შეიქმნა. ეს ყოველივე ქმნიდა კომფორტს და ხალხმრავალ ადგილებს, რაც თავისთავად ადამიანისთვის მიმზიდველი იყო. თუმცა თბილისში, ბოლო წლებში, იმდენი და იმდენად ვაშენეთ, რომ დღეს სივრცითი ადგილების პრობლემა დგას. დღევანდელ რეალობაში მრავალ სამოსახლო ადგილს ვხვდებით, სადაც დასახლების სიმჭიდროვე ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ასეთი ტიპის საცხოვრებელი უბნები დიდ როლს თამაშობს ქალაქის ცხოვრების ტემპის შენელებაში და თანაც, ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს.

ამიტომ, ადამიანებმა საცხოვრებლად ისეთი ადგილების შერჩევა დაიწყეს, სადაც ნაკლები შენობა და მეტი ბუნებაა და სადაც ხმაური, უჰაერობა, საცობი, სტრესი მინიმუმამდეა დაყვანილი. სწორედ ასეთი ადგილია კრწანისი ვილა რეზიდენსი, უბანი, რომელიც აგარიდებთ ქალაქს, მაგრამ არ განგარიდებთ მას. იქ სადაც ბედნიერი ცხოვრების ატრიბუტიკა ერთ სივრცეშია – რესორტში.

გააზიარე