ციფრული პლატფორმა, რომელიც აღჭურვილია სოციალური მედიის ფუნქციონალით, გააერთიანებს ქალ ლიდერებს საქართველოში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში და ხელს შეუწყობს მათი ნეთვორქინგის, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის საერთაშორისო დონეზე გაფართოების შესაძლებლობებს.
Visa-მ, ევროპის განვითარების ჰაბთან Emerging Europe-თან პარტნიორობით, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში, ქალი მეწარმეებისთვის She’s Next ციფრული პლატფორმა, პირველად, საქართველოში წარადგინა. Visa-ს გუნდმა, ვებგვერდის პრეზენტაციაზე, ქალ მეწარმეებს და პარტნიორებს უმასპინძლა და ვებგვერდის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო პლატფორმის შესაძლებლობები და ფუნქციები.
ციფრული პლატფორმის შექმნის მიზანია, დააკავშიროს ქალი მეწარმეები ერთმანეთთან, სხვადასხვა ქვეყანაში და ხელი შეუწყოს მათ გაერთიანებას, გამოცდილების გაზიარებასა და ბიზნესის საერთაშორისო დონეზე გაფართოებას.
“ინიციატივა She’s Next Empowered by Visa, ქალების გაძლიერების გარდა, მოტივირებული და მიზანდასახული თანამოაზრე ქალების გაერთიანებას ემსახურება,” აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. „ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად გამართულმა ღონისძიებებმა ერთი საინტერესო დეტალი გამოკვეთა. She’s Next-ის მონაწილეები, სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთო ინტერესებითა და ღირებულებებით უკავშირდებიან ერთმანეთს. She’s Next-ის უახლესმა კვლევამ საქართველოში აჩვენა, რომ ქართველი ქალი მეწარმეების 82%-ს სურს შეუერთდეს მეწარმე ქალთა საერთაშორისო საზოგადოებას. შესაბამისად, ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა მათთვის, რათა საუკეთესო გამოცდილებები გააზიარონ, ისწავლონ ერთმანეთისგან და განვითარდნენ როგორც ლიდერები. მჯერა რომ She’s Next ციფრული პლატფორმა რეალურ ცვლილებებს მოიტანს ქალი მეწარმეებისთვის, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.“
ციფრული პლატფორმა აერთიანებს პროფესიონალური სოციალური ქსელის ყველა ფუნქციას: სიახლეების გვერდს (ნიუსფიდს), ჯგუფებს ინტერესთა მიხედვით, სხვადასხვა ინსტრუმენტს სიახლეების გამოქვეყნებისა და კომუნიკაციისთვის, რომლებიც ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საშუალებას მისცემს დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მოძებნონ საქმიანი კონტაქტები, მიმწოდებლები ან ინვესტორები და განავითარონ პერსონალური ბრენდი. პლატფორმის ყველა პოტენციური მომხმარებელი დარეგისტრირებისას გაივლის ვერიფიკაციის პროცესს, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და იმის უზრუნველსაყოფად რომ პლატფორმის მომხმარებლები არიან რეალური ადამიანები და სანდო პარტნიორები სამომავლო თანამშრომლობისთვის.
She’s Next ციფრულ პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მეწარმეობით, აქვთ ბიზნესიდეა, ფლობს სტარტაპს, თუ უკვე დაგროვილი აქვს გამოცდილება ბიზნესის მართვაში. დამატებითი ინფორმაციისთვისა და რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს – https://shesnext.emergingeurope.org/.