Visa | BRANDVOICE

როგორია საცალო ბანკინგის მომავალი?

Article#6_1540x1080_GEO

ერთი რამ, რაც CEMEA-ს რეგიონის მრავალფეროვან ქვეყნებს საერთო აქვთ, არის ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ყოველდღიურობაში. ბანკებს სურთ გაჰყვნენ ამ ტენდენციას და გამოიყენონ ეს მიმართულება მეტი სარგებლის მისაღებად.

Visa-მ, იმისთვის რომ უკეთ გარკვეულიყო საბანკო მომხმარებლების ქცევაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში, ათი რეგიონული ბაზარი გამოიკვლია, შემდეგი ინდიკატორების მიხედვით: ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი, მომხმარებელთა პრიორიტეტები ციფრულ და ტრადიციულ საბანკო არხებში, მომხმარებლის გამოცდილების განმაპირობებელი ფაქტორები ციფრულ არხებთან მიმართებით და ციფრული ბანკების აღქმადობა.    

საცალო მომხმარებელი ასეთი ციფრულად ადაპტირებული არასდროს ყოფილა

Visa Consulting and Analytics (VCA)-ის კვლევა აჩვენებს, რომ CEMEA-ს რეგიონში ბანკების კლიენტთა უმეტესობა უკვე იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს ყოველდღიურად და ძირითადი პარტნიორებისგანაც მაღალი დონის ციფრულ გამოცდილებას ელის, მათ შორის ბანკებისგან. ციფრული ტექნოლოგიების ათვისება COVID-19 პანდემიის დროს, ლოკდაუნების დაწესებისას, დაჩქარდა, რასაც ასევე ხელი შეუწყო დისტანციურმა მუშაობამ.  ეს ტენდენცია ბანკინგზეც გავრცელდა, რის შედეგადაც CEMEA-ს რეგიონში კლიენტების 80-95% უკვე აქტიურად იყენებს ციფრულ ან მობილურ არხებს ბანკებთან ურთიერთობისთვის.  

უნაღდო გადახდებზე მზარდი მოთხოვნა ცენტრალურ ადგილს იკავებს

მომხმარებლებს სულ უფრო მეტი სურვილი აქვთ გამოიყენონ უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდები, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური გადახდისას. ამ ტენდენციას რეგიონულ დონეზე გარკვეული განსხვავებები ახასიათებს. ასე მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებელი პრიორიტეტს უფრო სადებეტო ბარათებს ანიჭებს, ახლო აღმოსავლეთში – ელექტრონულ საფულეებს და წინასწარ გადახდილ, ანუ prepaid ბარათებს, ხოლო აფრიკაში – მობილურ ფულს.

ამ თვალსაზრისით, საქართველო მიზანდასახულად მიისწრაფვის უნაღდო ანგარიშსწორების ათვისებისაკენ, რასაც VisaNet-ის 2023 წლის მაისის მონაცემებიც მოწმობს, ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობის მაჩვენებლით. ამ წარმატებას ხელს უწყობს ადგილობრივი ბანკების ძალისხმევაც, შესთავაზონ საკუთარ კლიენტებს ჩიპით მხარდაჭერილი ბარათები, უკონტაქტო გადახდები და ზოგადად გააძლიერონ სწრაფი, დაცული და უსაფრთხო გადახდების დანერგვა.

მობილური მეფეა: მაღალხარისხიანი მობილური არხების გამოყენება აუცილებელია ნებისმიერი წარმატებული საცალო ბანკინგის ბიზნესისთვის

მომხმარებელთა კვლევა აჩვენებს, რომ ამ არხის ტრანსფორმაცია საბანკო სექტორში ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რაც საკმაოდ დიდ სივრცეს ტოვებს CEMEA-ს რეგიონის ქვეყნებში უფრო ეფექტური საბანკო არხების განვითარებისთვის, რათა ბაზრის მონაწილეები უკეთ მოერგონ საკუთარი კლიენტების მოლოდინებს. VCA-ს კვლევა მოწმობს, რომ CEMEA-ს რეგიონის არაერთ ბაზარზე მომხმარებელი უპირატესობას მობილურს ანიჭებს, საბანკო არხებს შორის. ამ ფონზე, კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საჭიროა ფოკუსის გაძლიერება მობილური საბანკო აპლიკაციების ხარისხის ზრდაზე, რამდენადაც მომხმარებელი უფრო მიდრეკილია მაღალხარისხიანი აპლიკაციების გამოყენებისკენ, რაც ბანკებს დამატებით შესაძლებლობას უჩენს გამოიყენონ თითოეული ინტერაქცია ჯვარედინი გაყიდვებისთვის, ან მომხმარებელთა ლოიალობის გასაზრდელად.  

საქართველოში მობილური ბანკინგი სწრაფად ვითარდება და ქვეყანაში არსებული ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა კლიენტებს მობილური ბანკინგის მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. შესაბამისად, Visa ბარათის მფლობელებს საქართველოში შეუძლიათ გამოიყენონ ადგილობრივი ბანკების მიერ შეთავაზებული მობილური ბანკინგის ბენეფიტები  საკუთარი ფინანსური ოპერაციების უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ წარმართვისთვის Visa-სთან ერთად.

მომხმარებელს ბანკების მობილური არხებისგან კიდევ უფრო მეტის მოლოდინი აქვს

მობილური ბანკინგის ტექნოლოგიებმა პროგრესის დიდი გზა გაიარეს, რათა ბანკსა და მის კლიენტებს შორის ურთიერთქმედების პროცესში დომინანტური მდგომარეობა მოეპოვებინათ. მიუხედავად ამისა, განსხვავება მომხმარებლების მოლოდინებსა და ფაქტობრივ შეთავაზებას შორის კვლავ მნიშვნელოვანია. მართალია, CEMEA-ს რეგიონის თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნები აქვს მობილური ბანკინგის გამოცდილებასთან მიმართებით, თუმცა ჩვენი კვლევა ოთხ ძირითად მიმართულებას ავლენს, სადაც მომხმარებელთა მოლოდინები კვლავ არ არის სათანადოდ პასუხგაცემული.  

საგულისხმოა, რომ Visa დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი მომხმარებლებისთვის პრემიული ბენეფიტებისა და გამორჩეული გამოცდილებების შეთავაზებას. ამას კი ის ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივის, პროდუქტისა თუ სერვისის მეშვეობით, რომლებიც Visa-ს ერთგული კლიენტების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. 

მომხმარებლის გულის მოსაგებად კონკურენცია გამძაფრებულია და ციფრული ბანკები გამარჯვებისთვის იბრძვიან

მომხმარებლების მოსაზიდად კონკურენცია სულ უფრო ინტენსიური ხდება იმ ფონზე, როცა მათ უმეტესობას უკვე აქვს შეხება რამდენიმე ბანკთან და  მობილური ბანკინგის აპლიკაციასთან. სრულად ციფრული ბანკები მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებენ იმ მომხმარებლის გადაბირების ნაწილში, რომელიც უკეთესი ციფრული სერვისის ძიებაშია. მიუხედავად ამისა, მოქმედ მოთამაშეებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა ჩაებან კონკურენციაში და ითამაშონ თანასწორი თამაშის წესებით, ციფრული ტრანსფორმაციისა და მომხმარებლებისთვის ინოვაციების შეთავაზების გზით. ისინი ასევე იღებენ სარგებელს მომხმარებლებთან მიღწეული ნდობის მაღალი დონითა და შეთავაზებული სერვისების ფართო სპექტრით.

დასასრულს, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები. მათ შორის, Apple Pay-სა და Google Pay-ს მიერ მხარდაჭერილი ციფრული საფულეები, Visa ბარათის ციფრულ საფულეში დამატებით.  ყველა ამ ინოვაციური გადაწყვეტის მხარდაჭერით, Visa გადახდის უზადო გამოცდილებას ქმნის საკუთარი მომხმარებლებისთვის.

გააზიარე