ბრაზილიის მთავრობა 5 ნოემბერს მეხუთე თაობის (5G) მობილური სპექტრის აუქციონს გამართავს, საიდანაც სავარაუდო შემოსავალი ნებადართული წინადადებების საფუძველზე $1.87 მილიარდს გაუტოლდება.
მთავრობის განცხადებით, გამარჯვებულს 5G ინფრასტრუქტურაში 40 მილიარდი რეალის ინვესტირება მოეთხოვება, ხოლო კაპიტალური ხარჯები სატენდერო წინადადების ღირებულებად განიხილება. აუქციონში გამარჯვებულთა ვალდებულებას ასევე წარმოადგენს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის აშენება ათასობით სკოლის მიმდებარედ.
აუქციონის თარიღი კომუნიკაციების მინისტრმა ფაბიო ფარიამ პარასკევს საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა. აუქციონის სრული წესები ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი Anatel Group-ის ინფორმაციით მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.
კომუნიკაციების მინისტრ ფაბიო ფარიას განცხადებით, 5G ქსელი სან–პაულუსა და ბრაზილიის სხვა დიდ ქალაქებში მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ქვეყნის სხვა ქალაქებში – მომავალი წლის ივლისამდე.
5G აუქციონი ყველაზე დიდი სპექტრის აუქციონი იქნება, რომელიც Anatel Group–ს ოდესმე გაუმართავს. ბრაზილიის მთავრობა ვარაუდობს, რომ კომპანიები $8.5 მილიარდს გადაიხდიან ლიცენზიებისათვის, რომლებიც აუქციონზე გაიყიდება.
დატოვე კომენტარი