23 ივნისს ბრიტანეთში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მოსახლეობის 52%-მა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგი გირვანქა სტერლინგის და ევროს კურსზე სწრაფად აისახა, დოლარის მიმართ სტერლინგი 0.12 პუნქტით გაუფასურდა და ამ დროისთვის 1.36-ია, რაც ბოლო 30 წლის მინიმუმია. ევროს კურსი დოლარის მიმართ 0.03 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევრო 1.10 დოლარი ღირს.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახა ნავთობის ფასებზეც, ნავთობი 5%-ით გაიაფდა და ბარელი ნავთობი 49 დოლარი ღირს.
დატოვე კომენტარი