ბრიტანეთის საელჩო ანაკლიის და “კავკასუს ონლაინის” საკითხს ყურადღებით აკვირდება

ბრიტანეთის საელჩო ანაკლიის და “კავკასუს ონლაინის” საკითხს ყურადღებით აკვირდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბრიტანეთის საელჩო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და “კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ვენდი მორტონმა გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კითხვით ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ქეთრინ უესტმა მიმართა. დეპუტატის კითხვა საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ინვესტორების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხებოდა, რომლის მაგალითადაც, ქეთრინ უესტს ანაკლიისა და “კავკასუს ონლაინის” შემთხვევები მოჰყავს. 

დეპუტატ ქეთრინ უესთის კითხვა საქართველოს ბიზნესკლიმატთან დაკავშირებით: 

“რა ნაბიჯებს დგამს საგარეო საქმეთა მინისტრი იმისთვის, რათა ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი (Good Governance Fund) საქართველოში ფოკუსირებული იყოს ა) ანტიკუროფციულ და ბ) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე; ამასთანავე რა ინფორმაციას ფლობს ის საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ინვესტორების წინააღმდეგ უკანასკნელ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით? მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტთან და “კავკასუს ონლაინთან” მიმართებით?” 

ამ კითხვის პასუხად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ვენდი მორტონი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი ქვეყანაში საჯარო ადმინისტრირების რეფორმის განხორციელებაზე არის ფოკუსირებული, ხოლო დეპუტატის მიერ წამოჭრილ ბიზნეს დავებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს. 

“ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი (GGF)  საქართველოში ფოკუსირებულია საჯარო ადმინისტრირების რეფორმასა და ქვეყანაში საპარლამენტო კონტროლის განმტკიცებაზე, რაც ინსტიტუციური სისუსტეების აღმოფხვრისა და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ამასთანავე, საქართველოში არსებული პროგრამა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორსო ინვესტორებს შორის დიალოგის განმტკიცებას ისახავს მიზნად, რაც ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ამასთანავე, ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი მუდმივად ახდენს მის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგსა და შედეგების შეფასებას, რათა საქართველოში განხორციელებული პროექტები სრულად პასუხობდნენ ფონდის პრიორიტეტებს. 

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო იცნობს და ყურადღებით აკვირდება ანაკლიის პორტისა და “კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საელჩო ამ საკითხებთან მიმართებით დაკვირვებას მომავალშიც განაგრძობს,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნის მიერ გაცემულ პასუხში. 

შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება ცალმხრივად 2020 წლის იანვარში მოშალა. ამ გადაწყვეტილებამდე თვეებით ადრე კონსორციუმი აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პროექტის მუდმივი საბოტაჟირებით იყო დაკავებული, რის მაგალითსაც კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ სამართლო პროცესები და მთავრობის წევრთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდნენ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ სააბრიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ განცხადება 30 ივლისს გააკეთა. კონსორციუმის მსგავსად სააბრიტრაჟო სასამართლოს მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმაც, ბობ მეიერმაც მიმართა. 

“კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენები კი ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფანის განვითარების საკითხს უკავშირდება. აზერბაიჯანული NEQSOL ჰოლდინგი, რომლემაც “კავკასუსის” მშობელ კომპანიაში 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა. “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისა და კასპიის ზღვის ფსკერზე მშენებარე ახალი კაბელის მეშვეობით ახალი ციფრული მაგისტრალის შექმნას გეგმავს, რომელიც აზიაში მილიონობით აბონენტს ინტერნეტთან საქართველოს გავლით დააკავშირებს. თუმცა, გარიგება, რომლითაც NEQSOL-მა “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეიძინა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებლის შეფასებით უკანონო იყო, რადგანაც ის წინასწარ არ ყოფილა კომისიასთან შეთანხმებული. 

კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე “კავკასუს ონლაინს” 270,000 ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა და 20 სექტემბრისთვის კომპანიას მისი წილების ნასყიდობის გარიგების შეცვლა დაავალა. 

თავისმხრივ, NEQSOL Holding-ი აღნიშნავს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ისევე როგორც, კომუნიკაციების კომისია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” წილი შეეძინათ.

NEQSOL-თან მიმდინარე დავის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები გაფართოვდა მას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცა. სპეციალურ მმართველს კი უფლება აქვს დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტოთა საბჭოს წევრები, გაწყვიტოს კავშირები კონტრაქტორებთან, შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილების პროცესი, ასევე შეასრულოს სხვა ფუნქციები კომპანიის მმართველობაში.

თუკი 20 სექტემბრისთვის “კავკასუს ონლაინის” მეწილეთა რიგებში ცვლილებები არ შევა, მარეგულირებელმა კომპანიაში შესაძლოა სპეციალური მმართველი დანიშნოს. რამდენიმე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შეფასებით, მსგავსი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს კერძო საკუთრების ექსპროპრიაციად, რაც საქართველოს ბიზნესკლიმატის კიდევ უფრო გააუარესებს.

 

დატოვე კომენტარი

64 კომენტარი

  1. It’s a pity you don’t have a donate button! I’d definitely donate to this brilliant blog! I suppose for now i’ll settle for book-marking and adding your RSS feed to my Google account. I look forward to brand new updates and will talk about this website with my Facebook group. Talk soon!

  2. I am really impressed together with your writing skills as neatly as with the structure in your weblog. Is this a paid subject or did you modify it yourself? Either way stay up the nice high quality writing, it is uncommon to look a great weblog like this one nowadays..

  3. I am glad for commenting to make you be aware of what a awesome encounter my friend’s daughter had checking yuor web blog. She even learned lots of issues, which include how it is like to have an awesome coaching spirit to make a number of people effortlessly comprehend selected very confusing topics. You undoubtedly exceeded people’s desires. Many thanks for delivering the essential, safe, educational not to mention easy tips on that topic to Jane.

  4. Wonderful goods from you, man. I’ve understand your stuff previous to and you are just extremely magnificent. I really like what you have acquired here, really like what you’re stating and the way in which you say it. You make it entertaining and you still care for to keep it sensible. I can’t wait to read much more from you. This is actually a terrific web site.

  5. Hmm it looks like your website ate my first comment (it was super long) so I guess I’ll just sum it up what I wrote and say, I’m thoroughly enjoying your blog. I too am an aspiring blog blogger but I’m still new to the whole thing. Do you have any helpful hints for novice blog writers? I’d genuinely appreciate it.

  6. I precisely had to thank you so much all over again. I’m not certain the things I would’ve used without the entire recommendations provided by you about that subject matter. It was before a very frightful problem for me, however , discovering your expert fashion you managed the issue made me to weep for delight. I am just thankful for your guidance and then trust you find out what a great job you are always putting in instructing the rest all through your web site. I know that you haven’t come across all of us.

  7. This is the correct blog for anyone who wants to search out out about this topic. You understand so much its virtually hard to argue with you (not that I really would want…HaHa). You definitely put a brand new spin on a topic thats been written about for years. Nice stuff, simply great!

  8. The root of your writing whilst appearing agreeable originally, did not work well with me after some time. Someplace within the sentences you actually were able to make me a believer but only for a short while. I nevertheless have a problem with your leaps in assumptions and one might do well to help fill in all those gaps. When you can accomplish that, I could undoubtedly be impressed.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *