ბრიტანეთის მთავრობამ განახლებადი ენერგიის სქემისთვის ყველაზე დიდი აუქციონი დააანონსა, რომელიც ოფშორული ქარით გამომუშავებული ენერგიის დამატებით მოცულობას დაახლოებით 8 მილიონი სახლის ელექტრომომარაგებით უზრუნველსაყოფად მიმართავს.
Contracts-for-Difference (CFD)-ის სქემის მიხედვით, შესარჩევი პროექტები გარანტირებულია ელექტროენერგიის გასაყიდად დაწესებული მინიმალური ფასით, რომელთა შემოთავაზებაც აუქციონში მონაწილეებს შეუძლიათ. CFD-ის კონტრაქტები აუქციონზე ენერგომწარმოებელი კომპანიებისთვის არის შეთავაზებული.
სქემა, რომელიც 2014 წელს ამოქმედდა, მთავრობის ძირითადი გეგმაა, ბრიტანეთში ნახშირბადის წარმოების შესამცირებლად საჭირო ინვესტიციების მოზიდვისთვის. ბოლო, რიგით მეოთხე რაუნდი, მიზნად ისახავს განახლებადი ელექტროენერგიის მოცულობის გაორმაგებას წინა, მესამე რაუნდთან შედარებით, როდესაც ბრიტანეთმა 5.8 გიგავატის გამოყოფა მოახერხა. ამასთან ერთად, ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მეოთხე რაუნდი გულისხმობს ჯამში წინა სამ რაუნდთან შედარებით მეტი სიმძლავრის უზრუნველყოფას.
აღსანიშნავია, რომ აუქციონის ბოლო რაუნდი $277 მილიონს მოიცავს, რომელიც ოფშორული ქარის პროექტის და 2030 წლისთვის, ბრიტანეთის 40 გიგავატის დაყენებული სიმძლავრის მიღწევისთვის უნდა გამოიყენონ. დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთის ოფშორული ქარის მოცულობა 10.4 გიგავატს უტოლდება.
გარდა ამისა, განახლებადი ენერგიის პროექტი მოიცავს 55 მილიონ გირვანქა სტერლინგს განვითარებადი განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მხარდასაჭერად, ხოლო 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი ოფშორული ქარის „მცურავი“ პროექტებისთვის გამოიყოფა, რადგან ოფშორული ქარის ტურბინები ახლა ზღვის ფსკერზე ფიქსირდება. აუქციონი ასევე მოიცავს დამატებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის შეთავაზებას 5 გიგავატი უფრო კარგად დამკვიდრებული განახლებადი ტექნოლოგიების დასამატებლად, როგორიცაა სანაპიროზე გამავალი ქარისა და მზის ენერგიის პროექტები. საბოლოო ეტაპი რაუნდის დაწყებამდე, დეკემბერში, გამოცხადდება.
დატოვე კომენტარი