ბრიტანეთში მთავრობისგან კრიზისის გამო დახმარება მილიარდერების კომპანიებმაც მოითხოვეს

ბრიტანეთში მთავრობისგან კრიზისის გამო დახმარება მილიარდერების კომპანიებმაც მოითხოვეს

დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან საგანგებო ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში ჯამში 16 მილიარდი ფუნტ სტერლინგის ოდენობის დახმარება მოითხოვეს კომპანიებმა, რომლებსაც მილიარდერები მართავენ.

ინგლისის ბანკის კორონავირუსთან დაკავშირებული ფინანსური პროგრამა მარტში ამოქმედდა, რათა ერთწლიანი სესხები უზრუნველყო იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვთ.

თუმცა, დახმარების თხოვნით ინგლისის ბანკს რამდენიმე ევროპის უმდიდრესმა ადამიანმაც მიმართა. მათ შორის არის კმპანია JCB-ი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კომპანიაა, რომელსაც მილიარდერი ბამფორდების ოჯახი მართავს.

მათ გარდა, არიან ასევე Westfield-ი, რომელიც სავაჭრო ცენტრის მმართველი კომპანიაა, რომელსაც ავსტრალიელი ლოუების ოჯახი მართავს. გარდა ამისა, ცნობილია მილიარდერი ჯო ლიუისის Tottenham Hotspur-იც – კომპანია, რომელიც ფლობს ცნობილ საფეხბურთო გუნდს, აღნიშულმა კომპანიამ 175 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მილიარდერების კუთვნილი კომპანიები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. Forbes-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსების პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს თვეში 14 მილიარდი ფუნტი უჯდება, გამოიყენეს კომპანიებმა, რომელთა სახელიც უკავშირდება სულ მცირე 20 მილიარდერს. მათ შორის არის რიჩარდ ბრენსონის Virgin Group-იც, რის გამოც, ბრენსონი მკაცრად გააკრიტიკეს კიდეც.

ამასთან, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ბევრმა მდიდარმა ადამიანმა ბოლო ორ თვეში საკმაოდ დიდი სიმდიდრე დააგროვა დანახარჯების შემცირებით.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *