ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებით 1.2%-ით გაუფასურდა, რაც ევროპული ქვეყნების მიერ ბრიტანეთთან საზღვრის ჩაკეტვას უკავშირდება.
BBC-ის ცნობით, ფუნტი სუსტდება რამდენიმე ფაქტორის გამო, ესენია კორონავირუსის პანდემია, ევროკავშირთან ბრექსითის შემდგომი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ შეთანხმების გაჭიანურება და საზღვრების ჩაკეტვა.
ცნობისთვის, პოსტ-ბრექსითის მოლაპარაკებები ბრიუსელსა და ლონდონს შორის დღეს განახლდება. მხარეები შეეცდებიან 31 დეკემბრამდე მიაღწიონ კონსენსუსს.
პარალელურად, ევროპულმა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან საზღვრები ჩაკეტა, ამის მიზეზი ბრიტანეთში კოვიდ-ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გახდა. კერძოდ, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და ბელგია ბრიტანეთის მიმართულებით ავიარეისებს აჩერებს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის ბრიტანული ფუნტი $1.25-მდე დაეცემა.
დატოვე კომენტარი