ევროკომისიამ წარმოადგინა ბრძოლის გეგმა საგადასახადო ხვრელებთან, რომელთა წყალობით მრავალი ტრანსნაციონალური კომპანია მოგების გადასახადის ოპტიმიზაციას ახდენს ევროპაში. ეს გეგმა შეუძლებელს გახდის ყველაზე პოპულარული სქემის გამოყენებას: კომპანია მთავარ ოფისს ევროპის იმ ქვეყანაში ხსნის, სადაც მოგების ყველაზე დაბალი გადასახადია და შემდეგ ევროპის ყველა ფილიალის შემოსავლებს იქ რიცხავს. გლობალური ბრენდები, მაგალითად როგორიცაა Google, გადასახადების ოპტიმიზაციას, ირლანდიის საშუალებით ახერხებდა. იქ მოგების გადასახადის განაკვეთი 12.5%-ია, ხოლო საშუალოდ ევროკავშირში – 26% (ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 40%-ს უახლოვდება).
“ამ სქემის გამო ყოველწლიურად 50-დან 70 მილიარდ ევრომდე ვკარგავთ. ჩვენი გეგმა გარანტიას იძლევა, რომ მულტინაციონალური კორპორაციები ისეთივე წესებით გადაიხდიან გადასახადებს, როგორც სხვა კომპანიები ევროკავშირში“, – განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში, პიერ მოსკოვისიმ.
დატოვე კომენტარი