ბალვანერა თბილისში საქმიანობას 15 ნოემბრიდან შეწყვეტს.
ბრუნო ბალვანერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორად დაინიშნა ცენტრალურ აზიაში. შედეგად, ბალვანერა ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ფართო რეგიონს უხელმძღვანელებს, სადაც EBRD-ის პორტფელი 13.5 მილიარდ დოლარს აღწევს.
აღნიშნულ თანამდებობაზე ბრუნო ბალვანერამ ნატაშა კანჯენკოვა შეცვალა. შედეგად, ბალვანერა სამუშაოდ ასტანაში გადავა, საიდანაც მის მმართველობაში იქნება ყაზახეთში, ყირგიზეთში, მონღოლეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ბანკის განსახორციელებელი პროექტები.
“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ცენტრალური აზიის რეგიონში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის განახლებადი ენერგიისა და კერძო სექტორის წახალისების კუთხით. აღნიშნული ქვეყნების სურვილს, რომ გახდნენ გლობალური ეკონომიკის მოთამაშეები მხარდაჭერა სჭირდება. სწორდ ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს EBRD”, – აცხადებს ბალვანერა.
ბრუნო ბალვანერა EBRD-ში 1996 წლიდან მუშაობს. ამჟამად ის კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბანკის დირექტორის თანამდებობას იკავებს, სწორედ აღნიშნულ რეგიონში შედის საქართველოც. ბალვანერა თბილისში საქმიანობას 15 ნოემბრიდან შეწყვეტს.
დატოვე კომენტარი