ჩინურმა ავტომწარმოებელმა, BYD-მა საკუთარი პრემიუმ-ბრენდის Fangchengbao-ს Off-Road-ხაზისთვის სამი ახალი მოდელი, მათ შორის ორი კონცეპტ-ვერსია წარადგინა. კომპანიის მიზანი მაღალფასიანი სეგმენტის გაყიდვების ზრდაა.
როგორც ირკვევა, ავტომწარმოებელი Bao 8 SUV-ის Super 3 და Super 9 კონცეპტ-ვერსიებს პეკინის ავტოშოუზეც წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება მოდელების ღირებულება.
კომპანიის განმარტებით, ახალი ავტომობილები DMO-ის დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემით იქნება აღჭურვილი, რაც Off-Road-ის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად არის შემუშავებული. Off-Road-მიმართულების სეგმენტში BYD-ის კონკურენციის გაწევა ისეთი მოდელებისთვის მოუწევს, როგორიცაა: Toyota-ს Land Cruiser-ი, Stellantis-ის Jeep-ი და Jaguar-ის Land Rover-ი. შესაბამისად, წარმატების მისაღწევად ავტომწარმოებლებმა მომხმარებლებს ექსკლუზიური გამოცდილება უნდა შესთავაზონ.
Fangchengbao ჩინური ავტომწარმოებლის სამი ბრენდიდან ერთ-ერთია, რომელიც გასული წლის ბოლოსთვის დაფუძნდა. დანარჩენ ორს Denza და Yangwang-ი წარმოადგენენ. მაღალი გამავლობის ავტომობილები BYD-მა Yangwang-ის ბრენდის ქვეშაც გამოუშვა. მათი ღირებულება კი $138,132-დან იწყება.