Cbonds-მა, ფინანსურ მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების ერთ-ერთმა წამყვანმა საინფორმაციო სააგენტომ, “გალტ & თაგარტი” საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მეხუთედ დაასახელა.
კომპანია “გალტ & თაგარტი” სააგენტოს მიერ წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად პირველად 2014 წელს იქნა აღიარებული. წელს უკვე მეხუთედ, გალტ&თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დასახელდა: მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის, სრული საინვესტიციო და კორპორატიულ ფინანსური მომსახურების მიწოდება, კონკურენტუნარიანი ტარიფები, ადგილობრივი და გლობალური წილებისა და ევროობლიგაციების გარიგებების სწრაფი შესრულება. ასევე, ოპერაციების მაღალი ხარისხით განცხორციელება თითქმის ყველა მსხვილ საფონდო ბირჟაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
“სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი ტიპის ჯილდოები, რომელსაც “გალტ & თაგარტი” საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან იღებს, კომპანიის მიღწევების კიდევ ერთი დადასტურებაა, რაც საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში “გალტ ენდ თაგარტის” წამყვან როლს უსვამს ხაზს. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის თოთოეული წევრის დამსახურებაა და მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მსგავსი აღიარებები კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ვიყოთ წამყვან პოზიციებზე კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით”,- განაცხადა ”გალტ & თაგარტის” მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
დატოვე კომენტარი