ამერიკული ენერგოკომპანია Chevron-ი $5 მილიარდად კიდევ ერთ ენერგოკომპანია Noble Energy-ს ყიდულობს. CNBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული გარიგება აშშ-ის ენერგოსექტორში მიმდინარე წლის ყველაზე მსხვილი გარიგებაა.
მსხვილი შესყიდვა Chevron-ს აძლევს წვდომას Noble-ის Leviathan-ის ობიექტზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი საბადოა და სადაც გაზის მოპოვება გასულ წელს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ Noble-ის აქციები 8%-ით შემცირდა, ხოლო Chevron-ის 1%-ით.
იმის გამო რომ აპრილში ნავთობის ფასები რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, გაიაფდა ენერგოაქტივებიც. მართალია ე.წ შავ ოქროზე ფასი მას შემდეგ გაიზარდა, მაგრამ აღნიშნული სექტორი მაინც მოწყვლადი რჩება.
მოსალოდნელია, რომ გარიგების დასრულების შემდეგ Chevron-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $13 მილიარდს მიაღწევს.
დატოვე კომენტარი