ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია გრძელდება. World Travel & Tourism Council-ის კვლევის მიხედვით, 2015 წელს მსოფლიოს მასშტაბით 120 მილიონმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა. ჩინელი ტურისტების მიერ გაწეული ჯამური დანახარჯი 215 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც, 2014 წელთან შედარებით, 53%–ით მეტია.
ეს მონაცემები განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის ფონზე, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი 3,1% იყო. ჩინელი ტურისტები ძირითადად ევროპით და ოკეანეთის ქვეყნებით ინტერესდებიან. ყველაზე მეტი ვიზიტორი ინგლისში, გერმანიაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ჩავიდა.
დატოვე კომენტარი