ჩინეთის ცენტრალური ბანკი სხვადასხვა დაწესებულებისათვის გაფრთხილებას ავრცელებს, რის მიხედვითაც, კომპანიებს, რომლებიც ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ სერვისებს აწარმოებენ, დახურვა ემუქრებათ. ამავე განცხადებაში ნახსენებია, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კომპანია უკვე დაიხურა კრიპტოვალუტის ტრანზაქციების პროგრამული უზრუნველყოფის გამო.
აღსანიშნავია, რომ მაისიდან მოყოლებული ჩინეთში გამკაცრებულია ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა კომპანიების მიერ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სერვისების გამოყენება. მასობრივი დაპატიმრებები და კანონების გამკაცრება ცხადყოფს, რომ ჩინეთის მთავრობას ადგილობრივი ფინანსური სისტემებიდან და ეკონომიკიდან კრიპტოვალუტის სრული გაქრობა სურს.
ჩინეთის მთავრობის ბრძოლა ვირტუალური ვალუტის წინააღმდეგ შესაძლოა რამდენიმე მიზეზით აიხსნას. უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის ციფრული ვალუტა ასოცირებულია კრიმინალთან. ჩინეთში Plus Token-ის თაღლითური სქემის შედეგად, ინვესტორები $5.7 მილიარდით დაზარალდნენ. ამას გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთი ბაზრის გასუფთავებას ცდილობს ცენტრალური ბანკის ციფრული იუანის გამოსაშვებად, რომელზეც მუშაობა 2014 წელს დაიწყო.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის რეგულაციების მიღების შემდეგ კრიპტოვალუტების ბაზარზე შეინიშნებოდა არასტაბილურობა და ხშირი გაყიდვები, მაგრამ ამ ინფორმაციის გააზრების შემდეგ ბაზარი შედარებით დასტაბილურდა.
დატოვე კომენტარი