ჩინეთი ახალი ფინანსური ცენტრის აშენებას დასავლეთ რეგიონში 2025 წლისთვის გეგმავს, განაცხადა ცენტრალურმა ბანკმა პარასკევს. მათი მიზანია, მხარი დაუჭირონ ეკონომიკურ ზრდას ჩენტუ-ჩუნგცინგის პროვინციაში.
უწყებათაშორის დოკუმენტში, რომელიც მათ გეგმებს ასახავს, ჩინეთის სახალხო ბანკმა განაცხადა, რომ მთავრობა შეისწავლის და ჩამოაყალიბებს კაპიტალის გაცვლის მექანიზმს სინგაპურთან და იაპონიასთან და განახორციელებს ორმხრივ საინვესტიციო და დაფინანსების პროექტებს.
Bridgewater-ის დამფუძნებლის, რეი დალიოს შეფასებით, ჩინეთი ნიუ-იორკის კონკურენტი გახდება, ხოლო ლონდონი თავის ლიდერობას თანდათან დათმობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ფინანსური სისტემა ნაკლებად განვითარებულია, ვიდრე მისი დასავლელი კონკურენტების, მხოლოდ დროის საკითხი იქნება, სანამ ის უოლ სტრიტისა და ლონდონის სიტის უზენაესობაში გაეჯიბრება, აღნიშნა დალიომ.
2020 წელი „განმსაზღვრელი“ იყო ჩინეთის ფინანსური ბაზრებისთვის, განუცხადა Financial Times-ს მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა.
„ჩინეთს უკვე აქვს მსოფლიოში მეორე უმსხვილესი კაპიტალის ბაზარი და ვფიქრობ, ისინი საბოლოოდ იბრძოლებენ მსოფლიო ფინანსური ცენტრის სტატუსისთვის“ – თქვა ბატონმა დალიომ და დაამატა, რომ „ისტორიის მანძილზე, უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნები ვითარდებოდა გლობალური ფინანსური ცენტრისა და გლობალური სარეზერვო ვალუტის მქონე ბაზრებად.“
დატოვე კომენტარი