ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ 15 ქალაქი და 164 კომპანია, უნივერსიტეტი, საავადმყოფო და ინდუსტრიული ჯგუფი შეარჩია, რომელთა დახმარებით ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოცდას დაიწყებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის თქმით, ეს პროგრამა „მიმართულია იმისკენ, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიამ შესძლოს, საკუთარი როლი ითამაშოს როგორც მონაცემთა მიმოცვლის კუთხით, ასევე ბიზნესპროცესების დახვეწაში, დანახარჯების შემცირებაში, სინერგიის გაუმჯობესებასა და სანდო სისტემების შექმნაში“.
როგორც ირკვევა, სხვა ქალაქებთან ერთად, კვლევები პეკინში, გუანჟოუსა და გიიანგში ჩატარდება, რა დროსაც ჩინეთის ხელისუფლება შეისწავლის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების შედეგებს როგორც წარმოების, ასევე ენერგეტიკის, სამართლის, ინტელექტუალური საკუთრების, ფინანსების, განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებებით.
დატოვე კომენტარი