ჩინეთი ვაქცინების გაცემული დოზების თვალსაზრისით მსოფლიოს ლიდერი გახდა – ადგილობრივი ჯანმრთელობის კომიტეტის ცნობით, ქვეყანამ მოსახლეობის ასაცრელად მილიარდზე მეტი (1,010,489,000) დოზა უკვე გამოიყენა, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში კი – 100 მილიონი.
უცნობია ჩინეთის სრულად აცრილი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა, რადგან სახელმწიფო არ აცხადებს რიცხვებს, თუმცა ერთ-ერთმა მთავარმა ჯანდაცვის ექსპერტმა, ჩჟუნ ნანშანმა, ჯერ კიდევ მარტში თქვა, რომ ჩინეთის მიზანს ივნისის ბოლოსთვის მოსახლეობის 40%-ის ორი დოზით უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორ ჩინურ ვაქცინას მიანიჭა ავტორიზაცია: მაისში – „სინოფარმს“, ივნისში – „სინოვაკს“. დღეისათვის ორივე მათგანი აქტიურად გამოიყენება საქართველოშიც. უცნობია ეფექტიანობის ზუსტი მაჩვენებლები, თუმცა 10 მილიონ ადამიანზე დაკვირვებით ჩინეთი აცხადებს, რომ „სინოვაკს“ გარდაცვალების მაჩვენებლის 80%-ით შემცირება შეუძლია.
დატოვე კომენტარი