ჩინური კომპანია Shanghai Yiqian Trading-ი Frankfurt–Hahn–ის აეროპორტს ყიდულობს, რომელიც ფრანკფურტიდან 120 კილომეტრით არის დაშორებული. აქციების 82,5%-იანი წილი ჩნურ კომპანიას რაინლანდ-პფალცის მხაროს მთავრობამ მიჰყიდა. აქციების დანარჩენი 17,5% ჩინურმა კომპანიამ ესენის ფედერალური მიწისგან უნდა შეიძინოს.
Shanghai Yiqian Trading-ი ლოგისტიკური კომპანიაა, მისმა ხელმძღვანელმა იუ ტაო ჩუმ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჩინეთს ესაჭიროება საბაზისო აეროპორტი, რათა ევროპაში ტვირთბრუნვა გაზარდოს. აეროპორტი Frankfurt–Hahn ზარალიანია, თუმცა მას ზოგიერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იყენებს, მათ შორის ირლანდიური Ryanair-ი. 10 წლის წინათ ეს აეროპორტი წელიწადში 4 მილიონ მგზავრს ემსახურებოდა, ახლა კი 2.7 მილიონს.
დატოვე კომენტარი