ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ფარმაცევტული კომპანია – China National Biotec Group-ი (CNBG), კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას და მის გამოყენებაზე ლიცენზიის მოპოვებას წლის ბოლომდე მოელის.
ივლისში, ჩინური ვაქცინით ე.წ. წინა ხაზზე ათასობით მომუშავე პერსონალი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები აიცრნენ. ეს იმისათვის, რომ პაციენტებს კოვიდ-19-ის ანტისხეულები გამოემუშავებინათ. მართალია, პანდემიის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ეფექტური ვაქცინა, დამოწმების და გარანტიის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. ვაქცინის გასაჯაროებამდე საჭიროა, ვფლობდეთ ინფორმაციას მისი გვერდით მოვლენების შესახებ.
Reuters-ის ცნობით, ამჟამად, CNBG-ის ვაქცინის ორი კანდიდატი ჩინეთში დამოწმების პროცესს გადის.
“თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ორივე ვაქცინა დამოწმდება წლის განმავლობაში და მზად იქნება საზოგადოებისთვის გამოსაყენებლად”, – ამბობს ფარმაცევტული კომპანიის ვიცეპრეზიდენტი, შენგ იუნტაო.
დატოვე კომენტარი