ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლები აცხადებენ, რომ მეხსიერების ბარათების გლობალური დეფიციტია, რაც წარმოების პროცესს აფერხებს. როგორც Reuters-ი წერს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ამერიკული სანქციები ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei Technologies-ის წინააღმდეგ, ასევე იაპონიაში მდებარე მეხსიერების ბარათების ქარხანაში გაჩენილი ხანძარი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოცხადებული ლოქდაუნები და საფრანგეთში ქარხნების გაფირცვები.
“მთლიან ელექტრონულ ინდუსტრიაში, კომპონენტების დეფიციტს განვიცდით. ვგეგმავდით რომ წარმოება ერთ თვეში დაგვესრულებინა, თუმცა, როგორც ჩანს, ამისთვის ორი თვე დაგვჭირდება“, – განაცხადა ჩინური კომპანია Sand and Wave-ის ხელმძღვანელმა დონუ ჟანმა.
Reuters-ს ერთ-ერთმა იაპონურმა მიმწოდებელმაც დაუდასტურა, რომ ბაზარზე შექმნილია WiFi-ს და Bluetooth-ის ე.წ ჩიპების დეფიციტი და კიდევ 10 კვირის მანძილზე მოსალოდნელია არსებული პრობლემის შენარჩუნებ.
“ჩიპების” დეფიციტზე საუბრობს ჰოლანდიური მიმწოდებელი NXP Semiconductors-იც. კომპანიაში აცხადებენ, რომ დანახარჯები გაიზარდა, ასევე “ჩიპების” სერიოზული ნაკლებობაა ბაზარზე, ამიტომაც შესაძლოა, მათ ფასი გაზარდონ.
Xiaomi-სა და Huawei-ში კომენტარს არ აკეთებენ.
დატოვე კომენტარი