დიდი და ძლიერი ბრენდების უკან ყოველთვის საინტერესო ისტორია იმალება. წარმოიდგინეთ 1909 წელი, როდესაც მეოცე საუკუნე ახალი დაწყებულია, არ არსებობს იმ ტექნოლოგიებისა და მიგნებების ნახევარიც კი, რომლებიც დღეს, 21-ე საუკუნეში გვაქვს და ცხოვრება მიედინება ისე და იმ ფერებში, როგორც 1909 წელს შეეფერება.
დღეს, როდესაც ბრენდების ისტორიაში ქექვა მოგვინდება, ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ დიდი და ცნობილი კომპანიები იმდენად ძველია, რომ 100 წელსა და მეტსაც ითვლის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული აღმოჩნდა Chivas Regal, შერეული ვისკის პირველი ბრენდი მსოფლიოში!
დავიწყოთ იმით, რომ Chivas Regal-ის დებიუტი 1909 წელს შედგა და ამ დროს ის იყო არა მხოლოდ უძველესი შერეული შოტლანდიური ვისკი, არამედ მსოფლიოში პირველი ძვირადღირებული ვისკიც. ძმები ჩივასები თავის დროზე ფერმერები იყვნენ და საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში გაუჩნდათ იდეა, რომ მარცვლეულისა და ალაოს შერევით რაღაც დიდებულის შექმნა იყო შესაძლებელი. მათ მიატოვეს ფერმერობა და დაიწყეს პატარა ნაბიჯებით სვლა დიდი მიზნისკენ. ჯერ იყო სასურსათო მაღაზიაში მუშაობა, შემდეგ ჩაის შერევის ხელოვნების დაუფლება, პირველ წარმატებად შეიძლება სამეფო ორდერის მიღება ჩავთვალოთ, რომელიც 1842 წელს დედოფალმა ვიქტორიამ კარგი მომსახურებისთვის მიანიჭა და 1857 წელს უკვე ოფიციალურად დააფუძნეს ერთობლივი ბიზნესი Chivas Brothers.
ძმები საკმაოდ ნიჭიერებიც იყვნენ, თუმცა მათ ჰქონდათ პიონერული სული, რომელმაც შთააგონა ძმებს ვისკის ახალი სახეობის გამოგონება, თანაც ისეთის, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდებოდა ცნობილი და ძვირფასი სასმელი. ჩივასები არა მხოლოდ პიონერები იყვნენ ვისკის გამოხდის ბიზნესში, არამედ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ვისკის შერევის ხელოვნების შემუშავებაში. მათ შექმნეს როგორც ალაოს, ისე ხორბლის ვისკის კასრებში დაძველების პრაქტიკა. Chivas Brothers გახდა ყველაზე სანდო და საყვარელი სახელი შოტლანდიურ სამყაროსა და ევროპაში. შერევის ძირითადი კონცეფცია არის მისი ნაწილების ჯამზე უკეთესის შექმნა, ალაოსა და მარცვლეულის ვისკის რთული არომატების ჰარმონიზაციის გზით, მათი გაერთიანებითა და ახალი, უმაღლესი ხასიათის შექმნით.
გზა დიდებამდე
რობერტ და კრისტიან ჩივასებს 14 შვილი ჰყავდათ. ისინი შორეულ სტრატიტანის ფერმაში, აბერდინშირის ელონის სამრევლოში ცხოვრობდნენ. 26 და 22 წლის ასაკში ჯეიმსმა და მისმა უმცროსმა ძმამ ჯონმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ მშობლიური სტრატიტანი და „ჩრდილოეთის ნათების” საძიებლად წასულიყვნენ.
აბერდინში ჩასვლისას ჯონმა დაიწყო მუშაობა საბითუმო ფირმაში, ხოლო მისი უფროსი ძმა ჯეიმსი მუშაობდა სასურსათო მაღაზიაში. მაღაზია ჩვეულებრივი არ იყო, ის საკმაოდ დიდი რეპუტაციით სარგებლობდა. ვისაც უმაღლესი ხარისხის საქონელი სჭირდებოდა, სწორედ ამ მაღაზიას აკითხავდა, მას ხშირად სტუმრობდნენ აზნაურები და მალე ისე გაითქვა სახელი, რომ დედოფალ ვიქტორიამდეც მივიდა. სწორედ ასე გაიცნო დედოფალმა ძმები და ჯეიმსსა და ჩარლზს მიანიჭა პირველი სამეფო ორდერი, რათა მიეწოდებინათ საქონელი და პროდუქტები მისი სამეფო საზაფხულო სახლის, ბალმორალის ციხესიმაგრისთვის.
თავისუფალ დროს ჯეიმს ჩივასი მაღაზიის სარდაფში ჩადიოდა და ძველ კასრებში ვისკის შერევის ტექნიკას ამუშავებდა. სწორედ აამ სარდაფებში შეიქმნა ის, რასაც ჩვენ დღეს ჩივასის შერეული ვისკის სახელით ვიცნობთ. ეს ყველასაგან გამორჩეული გემო არის – გლუვი, მდიდრული და ჰარმონიული.
1860 წლიდან უკვე გამოვიდა ალკოჰოლური სასმელების აქტი, რომელშიც დასტურდებოდა ვისკის შერევის ტექნიკა და შერეული ვისკი, როგორც ცალკეული კატეგორია. ზემოთ ნახსენები 1909 წლისთვის ის უკვე მიიჩნეოდა ფუფუნების საგნად და ერთ-ერთ გამორჩეულ სასმელად მთელ მსოფლიოში. Chivas Brothers-ს ჰქონდათ ფართო ცოდნა და გამოცდილება ვისკის დაძველებისა და შერევის შესახებ და შექმნეს მომწიფებული ვისკის დიდი მარაგი.
ჩარლზ ჰოვარდმა, Chivas Brothers-ის Master Blender-მა შემდგომ შეიმუშავა და გამოუშვა ძმებ ჩივასების ტექნიკაზე დაფუძნებული ახალი ნაზავი, რომელსაც უკვე Chivas Regal ეწოდა. ის აკმაყოფილებდა მარეგულირებელ მოთხოვნებს ჩამოსხმისა და ეტიკეტირების შესახებ, რაც არცერთ სხვა კომპანიას არ გაუკეთებია. Chivas-ის სახლის სტილი გადაეცა მასტერ ბლენდერების თაობებს და მას დღესაც ყურადღებით იცავს სენდი ჰისლოფი, ჩივას რეგალის თაობის მეექვსე ბლენდერი.
ჩივასი დღეს
ამჟამად ფრანგული ვისკის გიგანტის, Pernod Ricard-ის მფლობელობაში მყოფი Chivas ამართლებს თავის სახელს და კვლავ რჩება ვისკის სამყაროში საუკეთესო შერეული შოტლანდიელი მწარმოებლად. ძირითადი დიაპაზონი მოიცავს Chivas Regal 12, Chivas Regal 18 და Chivas Regal 25-ს. ასევე არის Chivas Regal Extra 13 YO, რომელიც შეიცავს შერის კასრების უფრო მეტ პროპორციას; Chivas Regal Ultis – შერეული ალაო, რომელიც არ შეიცავს მარცვლეულის ვისკის; Chivas Regal Mizunara, რომელიც არის მსოფლიოში პირველი შოტლანდიური ვისკი, დაძველებული იაპონურ მუხაში;
ამას გარდა, ბრენდს აქვს უამრავი შეზღუდული გამოცემა და ბაზრის ექსკლუზივი – მაგალითად Chivas Regal XV, 15 წლის ნაზავი კასრებში, რომლებშიც მანამდე ინახებოდა Grande Champagne Cognac.
მასალა მომზადებულია Marketer.ge-ის მიერ.
დატოვე კომენტარი