Chizzzy - ჩიზზზი | გენიალურობა სიმარტივეშია

Chizzzy - ჩიზზზი | გენიალურობა სიმარტივეშია

ქართული სამზარეულო რომ განსაკუთრებულია თავისი გემოებით, არომატებით და მრავალფეროვნებით ეს ცნობილი ამბავია. თუმცა მას აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა,  რომელიც ძალიან გამოსადეგია თანამედროვე რეალობაში – სიმარტივეში ნაპოვნი გენიალურობა.

ზუსტად ამაში დაინახეს Chizzzy- ჩიზზზის დამფუძნებლებმა პოტენციალი, რომ ქართული კულინარიული ტრადიცია კვების ინდუსტრიის ყველაზე მზარდ მიმართულებაში – ნახევრად მომზადებულ პროდუქტში – ეთარგმნათ და სტარტაპი მომხმარებლის მოთხოვნილებებზე მოერგოთ.

ე.წ. ნახევარფაბრიკატი საკვები დღევანდელ სწრაფ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია მომხმარებლისთვის, მაგრამ როცა საქმე კვებას ეხება, გემო მაინც პირველი ხარისხის კრიტერიუმია.  Chizzzy- ჩიზზზი-ს აქაც უცილობლად სწორი პასუხი აქვს და ბაზარზე გამოაქვს ადგილობრივ თუ საერთაშორისო არენაზე ყველასთვის მისაღები პროდუქტი – აჭარული ხაჭაპური, რომელსაც მომხმარებლისგან მხოლოდ ღუმელში შედება სჭირდება საბოლოო ფორმის მისაღებად.

Chizzzy – ჩიზზზი (არაჩვეულებრივი ხაჭაპური)  არის ნახევრად გამომცხვარი უსაფუარო, დურუმის ხაშზე დამზადებული ქრასთი (ბაზა)  და ვაკუუმში მოთავსებული ნამდვილი ყველის ნაზავი, მარტივი მოსამზადებელი პრემიუმ ხარისხის პროდუქტი.

სტარტაპის შესახებ მეტი დეტალების გასარკვევად მის თანადამფუძნებელს გიორგი ბოჭორიშვილს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

Chizzzy – ჩიზზზი-ს იდეა გაჩნდა, რადგან არ არსებობს სახლში გამოსაცხობი არანაირი ხაჭაპურის ნაკრები.  უბრალოდ სახლში (გემრიელი) აჭარულის სწრაფად გამოცხობა გვინდოდა, დროისა და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე.

ლოქდაუნში მე და ჩემმა მეუღლემ ნათია ჯგუბურიამ გადავწყვიტეთ ამ იდეის განხორციელება – ჩიზზზი ოჯახური სტარტაპია.

ნათია ჯგუბურია, გიორგი ბოჭორიშვილი | ჩიზზზის დამფუძნებლები

სად და როგორ შეუძლია შეიძინოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქტი?

ამ ეტაპზე ჩიზზზის ყიდვა შესაძლებელია შემდეგ ონლაინ და ოფლაინ სივრცეებში

  • www.chizzzy.com
  • წერტი (ალ. ყაზბეგის გამზ. #15, წყალტუბოს ქ. #10),
  • გუდვილი (ქავთარაძის #1, ფარნავაზე მეფის ქ. 1, ი. ჭავჭავაძის გამზ. 34)
  • Glovo/წერტი
  • ბაზარი ორბელიანზე,
  • www.moitane.ge,
  • Wolt მარკეტი

ვაწარმოებთ მოლაპარაკებას „დუტი ფრისთან“ და რამდენიმე სხვა ობიექტთან. პროდუქტი დიდწილად ექსპორტზეა გათვლილი.

 რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ექსპორტი პრიორიტეტია, ნიშანდობლივია რომ გვიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი), ზოგიერთში უკვე გაგზავნილია ნიმუშები (პოლონეთი, იაპონია).  ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების –  პირველი საქმიანი ვიზიტი გადაიდო ომის გამო.

Chizzzy – ჩიზზზი გახდება ცნობილი საერთაშორისო ბრენდი საქართველოდან, ვიქნებით პირველი ქართული ბრენდი რომლის რეკლამა გავა სუპერ ბოულის ფინალშიგუნდი იკრიბება 

სტრიტ ფუდის პოპულარობა დღითიდღე იზრდება მსოფლიოში, გვინდა ჩიზზზი იყოს მაგალითი რომ ქართული სამზარეულო ამ მიმართულებითაც წარმატებულია.  ვმუშაობთ Chizzzy – ჩიზზზი/სტრით კონცეფტზე.

ვმუშაობთ, ემოჯებში დავამატოთ აჭარული ხაჭაპური –

რა იყო მთავარი წინააღმდეგობა/სირთულე სტარტაპის კეთების პროცესში?

წინააღმდეგობა იყო და არის Chizzzy – ჩიზზზიში შემავალი ინგრედიენტების ყოველდღიური ფასის მატება, არასტაბილური ვალუტის კურსი და გარემო, სარეკლამო აქტივობის, საწარმო  დანადგარებისა და ფართის წვდომაზე ნაკლებობა.

რა როლი აქვს სტარტაპერს Chizzzy – ჩიზზზის ისტორიაში

იდეა დავტესტეთ თბილისის სტრიტ ფუდ ფესტივალზე – რომლის მხარდამჭერია სტარტაპერი, ვიზა, თბილისის მერია – გაგვიმართლა, რომ მოვიპოვეთ ორგანიზატორების მოწონება.

ახლახან Chizzzy- პროდუქცია პირველად წარსდგა გერმანიაში კულინარიული ინოვაციების გამოფენაზე – ANUGA FOOD TEC  და ინტერესი საერთაშორისო  ბაზარზეც დაიმსახურა.

მომზადების ინსტრუქცია

  • ყველის ნაზავი, როცა გალღვება, ჩადეთ აჭარული ქრასთის (ბაზის) გულში, თანაბრად გადაანაწილეთ;
  • მანამდე ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე, 10-15 წუთის განმავლობაში (ზედა+ქვედა ცხობის რეჟიმი)
  • 7-8 წუთი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე და როცა ქრასთი გახდება ოქროსფერი ჩაამატეთ ახალი კვერცხის გული (კოვზი ჩააჭირეთ ყველს და მერე ჩააგდეთ გული) –  გამოაცხვეთ 45 წამი
  • ბოლოს დაამატეთ კარაქი

ორი სამი წუთი დაელოდეთ გაგრილებას და გემრიელად მიირთვით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *