პანდემიის შეჩერების მიზნით რესტორნების დახურვამ Coca-Cola-ს შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 28%-ით შეამცირა. კომპანიის შემოსავალმა წელს $7.15 მლრდ-ი შეადგინა, მაშინ როდესაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსები $7.18 მლრდ-ის შემოსავლებს ელოდნენ.
გარდა ამისა, სასმელის ე.წ. კონცენტრატების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 16%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ რესტორნების და ბარების მიერ შესყიდული კონცენტრატები Coca-Cola-ს შემოსავლის დიდ ნაწილს წარმოადგენდა. პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით, კომპანიას გაუმჯობესების ნიშნები აქვს, რადგანაც ქვეყნების დიდ ნაწილში შეზღუდვები შემსუბუქდა და ბიზნესიც თავიდან ამუშავდა.
Coca-Cola Zero-ს გაყიდვები კი 4%-ით შემცირდა. რაც შეეხება წვენებს და რძის პროდუქტებს, გაყიდვები 20%-ითაა დაკლებული. მნიშვნელოვანი ვარდნა წყლისა და სპორტულ სასმელებშიც შეინიშნება (24%).
პანდემიის პირობებში, Coca-Cola ზუსტ პროგნოზს არ აკეთებს. თუმცა, კომპანია სირთულეებს მაინც მოელის.
დატოვე კომენტარი