იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სხვადასხვა კრიპტოაქტივი ერთხელ მაინც გამოუყენებიათ, ათწლეულის ბოლოს საგრძნობლად გაიზრდება და მილიარდს მიაღწევს, – ასეთი პროგნოზი გააკეთა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟის, Coinbase-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბრაიან არმსტრონგმა. „ვვარაუდობ, რომ 10-20 წელიწადში ქვეყნების მშპ-ის მაჩვენებლის საგრძნობი წილი კრიპტოეკონომიკაზე იქნება დამოკიდებული“, – თქვა არმსტრონგმა.
აღსანიშნავია, რომ არმსტრონგის ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა კრიპტოაქტივების ბაზარი ტურბულენტურ ფაზას გადის – მაგალითად, ბიტკოინი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ისტორიაში უმაღლეს ღირებულებას – $69 ათასს მიაღწია, წლის დასაწყისიდან 17%-ითაა გაუფასურებული. საინტერესოა, რომ ტურბულენტობა ბრაიან არმსტრონგს და Coinbase-ის ერთ-ერთ ინვესტორს, კეტი ვუდს სულაც არ აშინებთ – პირიქით, ვუდისთვის დეცენტრალიზებული ფინანსების სექტორიც ძალიან საყურადღებოა, რადგან ბოლო დროს, კრიპტოკომპანიებმა წამყვანი ტექნოლოგიური ფირმების არაერთი თანამშრომელი გადაიბირეს.
ამასთანავე, კეტი ვუდს არც საკანონმდებლო გაურკვევლობა აშინებს, რადგან მისი თქმით, ვაშინგტონში სულ უფრო და უფრო რთულია კრიპტოს სკეპტიკოსის პოვნა, რადგან ბიუროკრატების 50%-ზე მეტი ამ ტექნოლოგიას მხარს უჭერს.
დატოვე კომენტარი