მედია გიგანტები „Comcast“ და „ViacomCBS“ ევროპაში ახალი სტრიმინგ-პლატფორმის შესაქმნელად ერთიანდებიან. 2022 წლისათვის ისინი „Netflix“-ის კონკურენტს, „SkyShowtime”-ს ოცი ქვეყნის ბაზარზე შეიყვანენ, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. სატელევიზიო შოუებისა და ფილმების ზუსტი ჩამონათვალი კომპანიებს ჯერ არ წარმოუდგენიათ, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უშუალოდ კომპანიების მიერ წარმოებული მასალის გარდა, პლატფორმაზე მათი სტრიმინგ-პლატფორმების, „Peacock“-ისა და „Paramount+“-ის პროდუქციაც შეგვხვდება.
აღსანიშნავია, რომ იურიდიულად, კომპანიები ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელშიც თანაბარი ფინანსური ინვესტიციის სანაცვლოდ, კონტროლის თანაბარ უფლებებს მიიღებენ.
დატოვე კომენტარი