მომხმარებელთა გამოცდილების გადაწყვეტებისა და ტექნოლოგიების გლობალური პროვაიდერი, Concentrix, საქართველოში ახალ ვირტუალურ, დისტანციურ ოფისს ხსნის. ქართულ ბაზარზე Concentrix-ის გამოჩენა ქმნის მოლოდინს, რომ ის ქვეყანაში მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შესაძლებლობას გააჩენს. კომპანიას საქართველოს მზარდ ბაზარზე მრავალი ახალი ბიზნეს ბრენდი შემოჰყავს.
Concentrix-ის ახალი ოფისის ადგილად საქართველო მისი ძლიერი, მაღალკვალიფიციური და მრავალენოვანი სამუშაო ძალის გამო აირჩა. გარდა ამისა, საქართველოში საკმაოდ კარგადაა განვითარებული მომსახურების სექტორი.
„აწარმოე საქართველოში“-ის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე გლობალური მოთამაშეების მოზიდვა სააგენტოს სტრატეგიის მთავარი ქვაკუთხედია. მან, ასევე აღნიშნა, რომ სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს კომპანიასთან სამომავლო გაფართოების კუთხით.
Concentrix საკუთარ მომსახურებას მსოფლიოს მრავალ ცნობილ ბრენდს უწევს. მომხმარებელთა გამოცდილებისა და ციფრული გადაწყვეტების მომსახურებას კომპანია ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული კომერციის, საბანკო, ჯანდაცვის, ტექნოლოგიებისა და ფინანსების სექტორში მოქმედ ბრენდებს აწვდის.
საინტერესოა, რომ Concentrix-მა უკვე დაიწყო საკუთარი ვირტუალური ოფისისათვის ახალი კადრების ძიების პროცესი. სამუშაო გარემოს ახალი თანამშრომლები თვის ბოლოსათვის შეუერთდებიან.
გარდა კარიერული ზრდის შესაძლებლობებისა, კომპანია საკუთარ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან დაამყარონ კონტაქტი.
დატოვე კომენტარი