შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა Credit Suisse-მა, შესაძლოა, ასობით სამუშაო ადგილი გააუქმოს, ამის შესახებ გამოცემა SonntagsZeitung-ი იტყობინება, თუმცა, არ აკონკრეტებს თუ საიდან აქვს მსგავსი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Credit Suisse-ი სხვადასხვა გზებს მიმართავს, რათა მოგების სამიზნე მაჩვენებელს მიაღწიოს. კორონავირუსის პანდემიამ ბაზარზე ბევრი რამ შეცვალა, რამაც შეცვალა Credit Suisse-ის გეგმებიც.
“ჩვენ მოვიაზრებთ არაერთ ალტერნატივას, რათა გამოვავლინოთ ის გზები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი კლიენტებისთვის მომსახურება გავაუმჯობესოთ. ჩვენ მუდმივ დიალოგში ვართ ამ საკითხებზე ჩვენს ინვესტორებთან“, – განაცხადა ბანკმა Bloomberg-ისთვის მიწერილ წერილში.
შეგახსენებთ, Credit Suisse-ის აქციები მიმდინარე წელს 25%-ით დაეცა, მაშინ როდესაც მისი მეტოქე შვეიცარიული კომპანია UBS Group-ის აქციები ამავე პერიოდში 8.9%-ითაა შემცირებული.
დატოვე კომენტარი