მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი (IHG), ბორჯომში თავისი ცნობილი ელიტარული ბრენდით – Crowne Plaza-თი შემოვიდა. სასტუმრო იფუნქციონირებს შპს Park Hotel-თან ფრანშიზული ხელშეკრულების საფუძველზე.
ევროპაში IHG-ის პორტფოლიოს ბრენდების 600 სასტუმროა წარმოდგენილი, რომელთა შორისაცაა InterContinental Hotels & Resorts-ი, Holiday Inn-იდა Holiday Inn Express-ი. რაც შეეხება საქართველოს, აქ უკვე მუშაობს IHG-ის გამორჩეული ბრენდი – Holiday Inn Tbilisi – ხოლო Crowne Plaza Borjomi-ს შემდეგ, კიდევ ერთი უმაღლესი კლასის სასტუმრო მოიზიდავს ქვეყანაში განსაკუთრებული გემოვნების ტურისტებს – Crowne Plaza Batumi.
ბორჯომი, საკურორტო ქალაქი, რომელიც წარსულში სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენცია იყო, გვირგვინს იბრუნებს. IHG-ის ამ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე Crown Plaza Borjomi-ს გენერალურ მენეჯერს, ვანია დესმონდეს ვესაუბრეთ.
სად და როდის იგეგმება Crowne Plaza-ს გახსნა და როგორია IHG-ის გეგმები საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით?
Crowne Plaza Borjomi ბორჯომის შუაგულშია, თვალწარმტაც ბალნეოლოგიურ საკურორტო ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი არტეზიული ბუნებრივი წყლებით. მისი მდებარეობა – ბორჯომის პარკის მახლობლად, ბარათაშვილის ქუჩაზე – მშვენიერია როგორც დამსვენებლების, ისე საქმიანი მიზნით მოგზაურთა მისაღებად.
სასტუმრო მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება. Crowne Plaza Hotels & Resorts-ის დინამიკური, მაღალი კლასის ბრენდი IHG-ის გლობალური პორტფოლიოს შემადგენელია. იგი მსოფლიოს 65 ქვეყანაშია წარმოდგენილი – ურბანულ ცენტრებში, მოშორებულ ქალაქებსა და გამაჯანსაღებელ კურორტებში. Crowne Plaza მსოფლიოში მეოთხე უდიდესი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბრენდია, მაღალი კლასის, სრული მომსახურების სასტუმრო ბრენდებს შორის, შესაბამისად, ის კარგი საფუძველია სამომავლო ზრდისათვის. 2003 წლის შემდეგ პორტფოლიო თითქმის გაორმაგდა, სასტუმროების რიცხვმა 400-ს მიაღწია, საერთაშორისოდ კი ოთხჯერ გაიზარდა წარმომადგენლობა – 100 სასტუმრომდე. Crowne Plaza-ს სასტუმროებში ჩვენ ხელს ვუწყობთ სტუმრებს, თავი ენერგიულად და პროდუქტიულად იგრძნონ. ჩვენი Sleep Advantage Program-ი უზრუნველყოფს სტუმართა საუკეთესო დასვენებას რათა მომდევნო დღეს ძალ- ღონით სავსენი შეეგებონ.
Crowne Plaza Borjomi პირველი სასტუმროა საქართველოში Crowne Plaza-ს ბრენდის ქოლგის ქვეშ და მეორე IHG-ის პორტფოლიოს ბრენდებიდან. IHG-ი საქართველოს სასტუმროების ბაზარზე Holiday Inn Tbilisi-ით შემოვიდა. მალე მათ რიგს Inter- Continental Tbilisi და Crowne Plaza Batumi-იც შეემატება.
Crown Plaza-ს სასტუმროსთვის უკვე არსებული შენობა განახლდა. რამ წარმოშვა ცვლილების აუცილებლობა?
საწყის ეტაპზევე პროექტი სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული, თუმცა არაბრენდირებული სახელით. 2014 წელს მფლობელებმა გააფორმეს ფრანშიზის ხელშეკრულება IHG-სთან, საქართველოში პირველი Crown Plaza-ს ბრენდის სასტუმროს გასახსნელად. შენობას დასჭირდა დამატებითი სამუშაოები, რათა მას IHG-ის საერთაშორისო სტანდარტები დაეკმაყოფილებინა.
Rixos Likani მეორე დიდი პროექტია ბორჯომში. ორი უმაღლესი კლასის სასტუმრო მეტისმეტი ხომ არაა პატარა ქალაქისთვის?
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რეგიონში სასტუმროებისა და დროებით საცხოვრებელ სახლთა რიცხვი 40%- ით გაიზარდა, ისევე როგორც ჩამომსვლელთა რაოდენობა (დაახლოებით 40-45%-ით).
რეგიონში ვითარდება კულტურული, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი, ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მსგავსი საკურორტო ზონებიც. ეს პირველი პარკია კავკასიაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. თავისი მოცულობით, ის ერთ- ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა. აგრეთვე,
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი “ევროპის ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციის”– PAN-ის წევრია, რაც საუკეთესო დაცვასა და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უნიკალურობა, ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი წყლები წარსულში იზიდავდა ბევრ ტურისტს. პრემიუმ-კლასის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ათწლეულობის განმავლობაში ზღუდავდა ტურისტთა მიმოსვლას რეგიონში. ქალაქისთვისა და მისი პერიფერიებისთვის ძველი დიდების დასაბრუნებლად აუცილებელია, სტუმრებს ხარისხიანი ტურისტული სერვისის თანამედროვე პაკეტები შევთავაზოთ. უმაღლესი სტანდარტის სასტუმროები ძირითადი მოთამაშეები არიან ამ საქმეში.
ასევე გვსურს სიამაყით გაცნობოთ, რომ შპს Park Hotel-მა ბორჯომის პარკში, გოგირდის აუზის გარშემო, შექმნა თანამედროვე, გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც აქტუალური იქნება როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.
ორიოდ სიტყვით გვითხარით სასტუმროს დიზაინზე, ტევადობასა და განსაკუთრებულ მახასიათებლებზე.
101-ნომრიანი სასტუმრო ძალიან მოხერხებულადაა განლაგებული ბორჯომის ცნობილი პარკიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე. პატარა მდინარესა და გორაკებს შორის, საკუთარ დაცულ ტერიტორიაზე მყუდროდ მოკალათებული ნაგებობა შორსაა გადატვირთული ქუჩებისგან. იგი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სურს დაისვენოს, ძალღონე აღიდგინოს, ან წყნარ გარემოში ჩაატაროს საქმიანი შეხვედრა.
შენობის არქიტექტურა და გარეგნული იერი იდეალურად ერწყმის ბუნებრივ გარემოს, რომლითაც შემოსაზღვრულია. ბევრისთვისაა შესამჩნევი მისი მსგავსება ალპური თუ ამსტერდამული სახლების უნიკალურ, მომხიბლავ მახასიათებლებთან.
სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერის თანამედროვე დიზაინით, თუმცა მკაფიოა ნოსტალგიური მინიშნება განსაკუთრებულ სიყვარულზე ელეგანტური სიძველეების მიმართ. უჩვეულო მოხაზულობისა და განსხვავებული მოცულობის თანამედროვე სასტუმრო ოთახები, ტერასაზე განლაგებული კაფე, ორი რესტორანი, ბარი და ღვინის ბარი, საკლუბო ლაუნჯი და სავარჯიშო დარბაზი მოხდენილადაა კომბინირებული ექსკლუზიურ გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრთან (2400 კვ.მ.), რომელიც სტუმრებს სთავაზობს საცურაო აუზის, ჯაკუზის, საუნისა და სხვა დასასვენებელი სივრცეების მომსახურებას, აგრეთვე სამკურნალო- გამაჯანსაღებელ და ბალნეოლოგიურ პროცედურებს, რომლებიც ყველა განსხვავებულ გემოვნებასა თუ ინდივიდუალურ საჭიროებას ზედმიწევნით დააკმაყოფილებს.
ყველაზე ახალგაზრდა დამსვენებლებს სასტუმრო სთავაზობს ორსართულიან სათამაშო ოთახს და სპეციალურ საბავშვო მენიუს.
სტუმრების განკარგულებაშია 6 საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროში მოქმედებს Crowne Plaza-ს საუკეთესოდ დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების პროგრამა. შეხვედრებისა და წვეულებების ორგანიზატორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია Crowne Plaza-ს ბრენდის რეპუტაცია. იგი იდეალური არჩევანია მათი ღონისძიებებისთვის.
რას გულისხმობს Sleep Advantage Program-ი და IHG Rewards Club Program-ი?
Crowne Plaza-ს სასტუმროების მიზანია, დაეხმაროს სტუმრებს საკუთარი თავის საუკეთესოდ გამოვლენაში. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძილი თითოეულისთვის. Sleep Advantage Program-ი – ექსკლუზიური საწოლებით, Wake-Up Call-ებით, მყუდრო ზონის სართულებითა და არომათერაპიული პროდუქტებით – ღამის მშვიდ ძილს განაპირობებს, რათა საქმიანი მიზნის მქონე სტუმრებისთვის წარმატებული, ხოლო დამსვენებლებისთვის დასამახსოვრებელი მოგზაურობა უზრუნველვყოთ.
Crowne Plaza-ს სასტუმროები ჩართულია IHG-ის სტუმრების ლოიალობის პროგრამაში, IHGRewards Club-ში, რომელიც ინდუსტრიის პირველი და უდიდესი ლოიალურობის პროგრამაა მსოფლიოში 79 მილიონზე მეტი წევრით. ის წევრებს უდიდეს სარგებელს სთავაზობს და ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავს პროგრამებს შორის საერთაშორისო სასტუმროთა სამყაროში. IHGRewards Club-ში ჩართვა უფასოა. სტუმრებს შეუძლიათ მასში გაწევრიანდნენ ვებგვერდ ihgrewardsclub.com-ის საშუალებით, IHG-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვით, სპეციალურ ნომერზე დარეკვით, ან მსოფლიოში IHG-ის 4,700 სასტუმროდან ნებისმიერი მათგანის მისაღებში მოთხოვნის დატოვებით.
დატოვე კომენტარი