DataFest Tbilisi 2020 კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება!

DataFest Tbilisi 2020 კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება!

ოთხი წარმატებული ფესტივალის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, წელს უკვე მეორედ, ციფრული გამოშვებით ბრუნდება.

DataFest Tbilisi 2020 თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს – ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Tbilisi 15, 16 და 17 დეკემბერს ჩატარდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე).

ვინ არიან DataFest Tbilisi 2020-ის სპიკერები?

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა გაგვიზიარა ცოდნა და გამოცდილება DataFest Tbilisi-ზე. Ფესტივალი კვლავ ვარსკვლავური სპიკერების სიმრავლით გამოირჩევა და უმასპინძლებს ისეთ სპიკერებსა თუ ტრენერებს Როგორებიც არიან: IBM-ის მონაცემების სტრატეგისტი – მარა პომეტი, Google-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი და სტარტაპ მენტორი – მანუელ ლიმა,  Airbnb-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი – კრისტ ვონგსაფასავატი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი – დენის აჯირი, და მრავალი სხვა.

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI. Ფესტივალის პარტნიორები არიან ფონდი ღია საზოგადოება, საქართველოს ბანკი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, გრანთ თორნთონი, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, თბილისის მერია, ვანდიო, ტერმინალი, R Consortium-ი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge

Მედია პარტნიორები არიან ფორბსი და ფორბს ვუმენი.

———

Საკონტაქტო პირი: თეონა თომაშვილი, teona@forset.ge, 591188199

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *